ჯეიმი კარაგერს დავიდ დე ხეას მადრიდის "რეალში" გადასვლა სურს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა ხუმრობით განაცხადა, რომ უნდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა, რაც შეიძლება მალე, მადრიდის "რეალში" გადავიდეს.

Sportall.Ge

ყოფილი "ლივერპულელის" სურვილი, ალბათ, გასაგებია, დე ხეა ხომ მისი საყვარელი კლუბის კონკურენტ "მანჩესტერის" ღირსებას იცავს, თანაც ისე, რომ მეკარეებში უკვე ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.

4 მარტს, "ნიუკასლის" წინააღმდეგ დე ხეას მიერ ჩატარებული მორიგი ბრწყინვალე მატჩი გახდა ჯეიმი კარაგერის ამ პოსტის მიზეზი, რომელიც მან "ტვიტერზე" გამოაქვეყნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული