ინგლისი. ლიგის თასი. ფინალი: მოურინიოს მორიგი ტრიუმფი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"უემბლიზე" 90 ათასამდე მაყურებელი მივიდა ლონდონის დერბის სანახავად, "ჩელსი" და "ტოტენჰემი" ლიგის თასს თამაშობდნენ. მატჩმა თავისი დაძაბულობით მოლოდინი გაამართლა.

მაურისიო პოჩეტინოს შანსი ჰქონდა, თავისი კარგი მუშაობისთვის ხაზი ტიტულით გაესვა, მაგრამ მისმა "დეზებმა" მაინც ვერაფერი გააწყვეს. "ტოტენჰემი" ბურთს კი ფლობდა, მაგრამ "ჩელსის" და ჟოზე მოურინიოს როგორც სჩვევიათ, ერთი გამოთქმა გაგვახსენეს - მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა.

"ჩელსიმ" კარში პირველივე ზუსტი დარტყმით გაიტანა. გოლი ისევ მცველებმა შექმნეს, კურტ ზუმას აქტიურობას ჯონ ტერის ზუსტი დარტყმა მოჰყვა. თუმცა ზუმა ამ შეხვედრაში საყრდენად მოგვევლინა, ესეც
"განსაკუთრებულის" მორიგი სიახლე და ესეც მისი პირველი ტიტული "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნების შემდეგ.

ტერიმ კი 17-სეზონიან კარიერაში მე-15 ტიტული მოიგო. მეორე ბურთი "ლურჯებმა" ნაცადი ფორმულით გაიტანეს - ფაბრეგასი-დიეგო კოშტა... თუმცა ბურთი ავტოგოლად გაუფორმეს კაილ უოკერს და ესპანელს ჩამოართვეს.

ამ კლუბებს ლიგის თასი ოთხ-ოთხჯერ ჰქონდათ მოპოვებული და ახლა "ჩელსიმ" მეტოქეს გაასწრო, თანაც 2008 წლის ფინალზეც იძია შური და ამ სეზონის 3:5-ზეც.

ჩელსი-ტოტენჰემი 2:0
გოლები: 1:0 ტერი (45), 2:0 უოკერი (56 ს.კ.)
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - რამირესი, ზუმა, ფაბრეგასი (88. ოსკარი) - ვილიანი (76. კუადრადო), აზარი, დიეგო კოშტა (90+2. დროგბა)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, უოკერი, დაიერი, ვერტონგენი, როუზი - მეისონი (71. ლამელა), ბენთალები - შადლი (80. სოლდადო), ერიკსენი, თაუნსენდი (62. დემბელე) - ჰარი კეინი
გაფრთხილება: ვილიანი, კეჰილი, კუადრადო - დაიერი, ბენთალები
კუთხური: 4-6 ჯარიმა: 19-15 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 15(4)-13(2) ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 89 294

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული