ედენ აზარი: მოურინიოს არ შევუცვლივარ, მან უკეთესი გამხადა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ბელგიელმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა "The Independent"-ს ინტერვიუ მისცა. ფეხბურთელმა მისი და მისი მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს ურთიერთობაზე ისაუბრა.

"მე და ჟოზე მოურინიოს განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს, ეს სიმართლეა.

მისი, როგორც მწვრთნელის კარგი თვისება ისაა, რომ თავისუფლად თამაშის საშუალებას გვაძლევს. მუდმივად არ მაკონტროლებს და ამას მართლა ვაფასებ. ის ყოველთვის პირდაპირია. თუ რაღაც არ მოსწონს ამბობს, თუ მოსწონს ამასაც ამბობს.

მისი მოსვლის შემდეგ, მენტალიტეტი არ შემიცვლია. ამის შეცვლა გამორიცხულია, ვარ ის ვინც ვარ. ის მე ყოველთვის მასწავლიდა, როგორ გამომევლინა ჩემი საუკეთესო
თვისებები. ასე რომ მოურინიოს არ შევუცვლივარ, უბრალოდ მისი მეცადინეობით უფრო მეტად პროფესიონალი გავხდი, მოედანზე კი უკეთესი",- თქვა აზარმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული