არსენ ვენგერი: ლონდონის "არსენალის" მიზანი პრემიერლიგის მოგებაა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერის თქმით, გუნდის მიზანს კვლავ წარმოადგენს პრემიერლიგის მოგება, მაგრამ აქვე დასძენს, რომ ისინი რეალისტები უნდა იყვნენ თავიანთ მიზნების დასახვისას.

"მეთოფეები" პრემიერლიგის ლიდერ "ჩელსის" 14 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა იმ შემთხვევაში თუ დღეს "ასტონ ვილას" დაამარცხებენ შანსი აქვთ თანაქალაქელებს მიუახლოვდნენ.

"არსენალის" თავკაცი ფეხბურთელებს სიმტკიცისკენ მოუწოდებს, რათა უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეძლონ და ასევე დასძენს, რომ მათი შანსი მცირეა.

"გვინდა ყველა ის თამაში მოვიგოთ, რომლის მოგებაც შესაძლებელია. ამავდროულად ჩვენ არ გვავიწყდება, რომ ლიდერ "ჩელსის" 14 ქულით ჩამოვრჩებით. იმისათვის, რომ
ლიდერს გავუტოლდეთ მათ ხუთი თამაში უნდა წააგონ...

ფოკუსირება ჩვენს თამაშზე, სანახაობასა და შედეგებზე უნდა მოვახდინოთ.

რთულია იმის თქმა თუ როგორ დავასრულებთ სეზონს," - განაცხადა ვენგერმა.

შეაგხსენებთ, რომ "არსენალი" "ასტონ ვილასთან" პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩს შინ 1 თებერვალს გამართავს.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული