პრემიერლიგა. XXIII ტური: "ჩელსიმ" სტატუს კვო შეინარჩუნა [VIDEO]

AutoSharing Option
31 იანვარს ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის რვა შეხვედრა გაიმართა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლესტერს" უმასპინძლა და 3:1 მოუგო. ანგარიში რობინ ვან პერსიმ გახსნა, რომელმაც მეკარესთან პირისპირ გასვლა გამოიყენა, შემდეგ კი დამატებაზე იყოჩაღა რადამელ ფალკაომ. პირველი ტაიმის მიწურულს მორგანმა თავურით საკუთარი კარი დალაშქრა, სტუმრებმა მეორე ტაიმში მოახერხეს პრესტიჟის გოლის გატანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სტივენ ჯერარდისა და მარიო ბალოტელის გარეშე მოთამაშე "ლივერპულმა" 2:0 მოუგო "ვესტ ჰემს", გოლები რაჰიმ სტერლინგმა და დანიელ სტარიჯმა გაიტანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ნიუკასლმა" სტუმრად დამაჯერებლად მოუგო "ჰალს" - 3:0, ხოლო "ევერტონმა" სტუმრადვე
რომელუ ლუკაკუს
გოლით დაამარცხა "კრისტალ პალასი" 1:0.

"სტოკმა" "ქუინზ პარკი" 3:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა რიგებში ჯონათან უოლტერსმა ჰეთ თრიკი შეასრულა.

"სანდერლენდმა" "ბარნლის" 2:0 მოუგო, ერთ-ერთი გოლი ჯერმეინ დეფოს ანგარიშზეა, ხოლო "ტოტენჰემმა" სტუმრად 3:0 გაანადგურა, კრისტიან ერიკსენმა მორიგი საჯარიმო გაიტანა, ხოლო ჰარი კეინმა დუბლი შეასრულა.

ტურის ცენტრალურ მატჩში ლიდერი "ჩელსი" ჩემპიონ "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობდა. 41-ე წუთზე ედენ აზარმა მარცხენა ფლანგიდან ჩამოაწოდა და ლოიკ რემიმ ახლო მანძილიდან გაიტანა. ტაიმის მიწურულს ტიბო კურტუამ ცუდად მოიგერია ბურთი, სერხიო აგუეროს დარტყმას ბოლოს დავიდ სილვა შეეხო - 1:1. ჟოზე მოურინიოს გუნდმა 5-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა უახლოეს კონკურენტზე.

მანუელ პელეგრინი (სიტი): "ფრით კმაყოფილები არ ვართ. ჩემი ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, პირველ ტაიმში სამი ბრწყინვალე შანსი გვქონდა, მაშინ, როცა "ჩელსის" მთელ მატჩში მხოლოდ ერთი საგოლე მომენტი ჰქონდა. დღეს მხოლოდ ერთ გუნდს სურდა მოგება, მეორე კი ფრეზე ზრუნავდა".

ექს-ჩელსელი ფრენკ ლამპარდი: "ცოტა უცნაური დღე იყო - "სტემფორდ ბრიჯზე" დავბრუნდი, როგორც მეტოქის ფეხბურთელი და ცოტა ვნერვიულობდი, როგორ შემხვდებოდნენ ფანები, თუმცა "ჩელსის" ფანებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი მაღალი კლასი".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჰალი-ნიუკასლი 0:3
გოლები: 0:1 კაბელია (40), 0:2 ამეობი (50), 0:3 გუფრანი (78)

კრისტალ -პალასი-ევერტონი 0:1
გოლი: 0:1 ლუკაკუ (2)

ლივერპული-ვესტ ჰემი 2:0
გოლები: 1:0 სტერლინგი (51), 2:0 სტარიჯი (80)

მანჩესტერ იუნაიტედი-ლესტერი 3:1
გოლები: 1:0 ვან პერსი (27), 2:0 ფალკაო (32), 3:0 მორგანი (44 ს.კ.), 3:1 ვასილევსკი (80)

სტოკი-ქპრ 3:1
გოლები: 1:0 უოლტერსი (21), 2:0 უოლტერსი (34), 2:1 კრანჩარი (36), 3:1 უოლტერსი (92)

სანდერლენდი-ბარნლი 2:0
გოლები: 1:0 უიქჰემი (20), 2:0 დეფო (34)

ვესტ ბრომვიჩი-ტოტენჰემი 0:3
გოლები: 0:1 ერიკსენი (6), 0:2 კეინი (15), 0:3 კეინი (64)

ჩელსი-მანჩესტერ სიტი 1:1
გოლები: 1:0 რემი (41), 1:1 სილვა (45)

1. ჩელსი - 53 ქულა; 2. მანჩესტერ სიტი - 48; 3. მანჩესტერ იუნაიტედი - 43; 4. საუთჰემპტონი - 42; 5. ტოტენჰემი - 40.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული