ინგლისი. პრემიერლიგა. XXIII ტურის წინ: თავხედობა, მუჰამედი, "ჩელსი" და "სიტი"

AutoSharing Option
ფოტოზე: გაუტანს ფრენკ ლამპარდი ყოფილ კლუბს კიდევ?

ყველა თქვენთაგანმა ძალიან კარგად იცის, რომელი მატჩით უნდა დავიწყოთ საუბარი და რომელი შეხვედრა ჩრდილავს სხვა დანარჩენებს, თანაც არამარტო ინგლისში. "სტემფორდ ბრიჯზე" მიმდინარე პრემიერლიგის გადამწყვეტი თუ არა, გარდამტეხი დაპირისპირებაა.

მარტივად რომ ვთქვათ, აი ასეთი სურათია: წააგებს "სიტი" და პრემიერლიგას ინტრიგა თითქმის დაეკარგება, მატჩი ფრედ დასრულდება და "ლურჯებს" საკმაოდ სოლიდური, ხუთ-ქულიანი უპირატესობა დარჩებათ, ხოლო "ქალაქელების" გამარჯვების შემთხვევაში, სიტუაცია უკიდურესად დაიძაბება.

2005 წლის 28 დეკემბრიდან 2009 წლის 15 მარტის ჩათვლით, "ჩელსის" მანჩესტერელებთან მიჯრით 8 მოგება ჰქონდა,
მაგრამ მას მერე "სიტიმ" ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობა მოიპოვა.

თუმცა წინა ჩემპიონატში "ქალაქელებმა" დედაქალაქელებთან ორივე მატჩი წააგეს და აგებდნენ მიმდინარე პრემიერლიგის პირველი წრის პაექრობასაც, მაგრამ ათი კაცით შეძლეს მატჩის მიწურულს გათანაბრება, თანაც ისეთმა კაცმა გაიტანა...

მოახერხებს თუ არა ფრენკ ლამპარდი ყოფილი გუნდის კიდევ ერთხელ დამწუხრებას, ამას ერთად ვნახავთ.

ჟოზე მოურინიო "ბრედფორდთან" სასწაულეობრივი ფიასკოს მერე, მიკრო-დეპრესიაში ჩავარდა და ნეგატიური კომენტარების კორიანტელი დააყენა - საკმარისი ოდენობით მაღალი კლასის მოთამაშეები არ მყავს და სულ ერთი და იგივე შემადგენლობაზე მიწევს დაყრდნობაო.

მას სანერვიულოდ ისიც დაემატა, რომ სათუო გახდა სესკ ფაბრეგასის თამაში, მაგრამ მედიკოსების განწყობა ოპტიმისტურია და ესპანელს ალბათ ვიხილავთ მინდორზე.

მანუელ პელეგრინის კი საბრძოლო შემადგენლობა ჰყავს და ჩილელ სპეციალისტს ესმის, რომ წაგება ფაქტობრივად კატასტროფის ტოლფასი იქნება, რის გამოც იგი თავის ბიჭებს მაქსიმალურად "დაქოქავს" და ბონუსად "მიდლსბროსთან" ასოციაციის თასზე მარცხისთვისაც შეეცდება ბოდიშის მოხდას.

საინტერესოა, შეასრულებს თუ არა დანაპირებს სერხიო აგუერო, რომელმაც აღნიშნა, "ჩელსის" მინიმუმ ერთ გოლს გავუტანო. სულ ცოტა ხნის წინ მომჯობინებული არგენტინელი ფანებს "ბარსელონასთან" თავის გამოჩენასაც დაჰპირდა.

სხვა მატჩები
ლუი ვან გაალი ამდენი მასხრად აგდებით დაიღლებოდა და გაბრაზდებოდა კიდეც. ჰოლანდიელს "ოლდ ტრაფორდზე" უცილობლად მოგება ექნება დაგეგმლი და მართებს კიდეც გამარჯვება, თანაც "ლესტერთან" ძველი ანგარიშები გათვალისწინებით... პირველ წრეში "მანჩესტერ იუნაიტედი" "მელიებს" 3:1-ს უგებდა, მაგრამ 3:5 წააგო.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ ბოლოადგილოსან ლესტერშირელებს ქულები ისე სჭირდებათ, როგორც არავის და უკანასკნელ პერიოდში მათ აშკარად მოუმატეს.

ლიგის თასის ფინალში გასვლით ფრთაშესხმული "ტოტენჰემი" ტონი პულისის "ვესტ ბრომვიჩთან" შეეცდება გამარჯვების მოპოვებას, მაგრამ საიდო ბერაჰინოთი შეიარაღებულ "ალბიონს" ქულები არანაკლებად სჭირდება, ეს გუნდი გასავარდნ ზონას ოდენ 3 ქულით უსწრებს.

კიდევ ორი ვერმოგებული მატჩიც და "ასტონ ვილა" დიდი ალბათობით გასავარდნ გუნდებს შორის აღმოჩნდება, არადა როგორ გინდა მოიგო, როდესაც გასვლითი მატჩი გაქვს "არსენლთან" და 22 მატჩში სულ 11 გოლი გაიტანე. თანაც "არსენალი" კარგ ხასიათზეა, არსენ ვენგერს ოპტიმალურ შემადგენლობა უგროვდება და რაც არ უნდა არასტაბილურები იყვნენ "მეთოფეები", მათთან საგარეო დაპირისპირებაში წარმატების მიღწევა ძალიან რთულია.

პოლ ლამბერტის ახალი ხილი გუნდის ახალწვეული კარლეს ხილია და მისი გემო თასზე უკვე გავსინჯეთ, სადაც ესპანელმა უამაზესი გოლი შეაგდო, ხოლო ახლა თავის გამოდებას "ემირატებზე" ეცდება, კრისტიან ბენტეკესთან და კომპანიასთან ერთად.

"ლივერპული" "ენფილდზე" გათავხედებული "ვესტ ჰემ იუნაიტედის" წაქცევას ეცდება, მაგრამ სტუმართა ერთ-ერთი ყველაზე "თავხედი" ფეხბურთელის ენდი კეროლის თავურებს უნდა უფრთხოდეს, რადგან შესანიშნავ ფორმაში მყოფი კეროლი ყოფილი გუნდის დამწუხრებას აუცილებლას შეეცდება. ხოლო მერსისაიდელთა განაცხადში შესაძლოა, დანიელ სტარიჯი ვიხილოთ, რაც მერსისაიდელებს უზომოდ გაახარებდათ.

ჯონ კარვერი "ნიუკასლის" არა დროებითი, არამედ უკვე სრულფასოვანი მწვრთნელის რანგში თავის პირველ შეხვედრას ჩაატარებს და ოთხი წარუმატებელი ცდის შემდეგ, სადებიუტო გამარჯვებუს მოპოვებას "ჰალთან" შეეცდება.

გამოსარჩევია, რომ ალან პარდიუს შესაძლო შემცვლელთა შორის უპირველესი კანდიდატი სწორედ "ვეფხვების" თავკცი სტივ ბრიუსი იყო, მაგრამ მან ხელ-ფეხი გაასავსავა, "ჰალს" ვერ მივატოვებო. ახლა კი მუჰამედისა და მთის პრინციპით, შესაძლოა, თავად "ჰალმა" მიატოვოს იგი. გუნდში უკვე საგანგაშო მდგომარეობაა და ვინ იცის, ეს ბრიუსის ბოლო შანსი იყოს.

ქვედა სამეულის მიჯნაზე მყოფი "სანდერლენდი" და "ბარნლი" ერთმანეთთან ურთიერთობას "ლაითზე" გაარკვეენ.

"ბრიტანიაზე" გავიგებთ წააგებს თუ არა მე-11 საგარეო შეხვედრასაც ჰარი რედნაპის "ქუინზ პარკი" და ყურადღებას იმსახურებს ტურის დამაგვირგვინებელი თამაშიც "საუთჰემპტონსა" და "სუონსის" შორის, თვალსასეირო და სასიამოვნო მატჩი უნდა გამოდგეს.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXIII ტური
შაბათი. 31 იანვარი
ჰალი-ნიუკასლი 16:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლენიჰანი, რობერტსონი, ა. ერნანდესი, იელავიჩი, როსენიორი, ჩესტერი, სნოდგრასი - ობერტანი, აარონსი, ს. ტეილორი
ბოლო 6 მატჩი
+2 =0 -4 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +2 =2 -1 (9-10)

მანჩესტერი-ლესტერი 19:00
დისკვალიფიკაცია: - ჯეიმსი
ტრავმა: რაფაელი, იანგი - ჰამონდი, კამბიასო, ბაკაიოგო
ბოლო 6 მატჩი
+2 =3 -1 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 81 თამაში: +39 =20 -22 (167-114)

ლივერპული-ვესტ ჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯოუნსი, ალენი, ფლენეგანი - სახო (?)
ბოლო 6 მატჩი
+4 =2 -0 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 105 თამაში: +57 =27 -21 (178-97)

კრ. პალასი-ევერტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: უილიამსი - დისტენი, ჰოვარდი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +0 =2 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +10 =8 -11 (32-46)

სტოკი-ქპრ 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დიონატანი, პიტერსი, შოუკროსი,ოდემვინგი, ბოიანი - ტრაორე, იუნი, ფორლინი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +6 =3 -10 (22-31)

სანდერლენდი-ბარნლი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კატერმოლი - უარდი, ლონგი
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 81 თამაში: +30 =20 -31 (118-138)

ვესტ ბრომვიჩი-ტოტენჰემი19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - მეისონი, ლამელა
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 107 თამაში: +41 =25 -41 (160-157)

ჩელსი-სიტი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ასპილიკუეტა - ნასრი
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 131 თამაში: +54 =37 -40 (190-164)

კვირა. 1 თებერვალი
არსენალი-ასტონ ვილა 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: უელბეკი, უილშირი, დიაბი, გნაბრი, არტეტა, დებიუში - ჯ. კოული, ვლაარი, კოზაკი
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +0 =3 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 171 თამაში: +71 39 -61 (269-246)

საუთჰემპტონი-სუონსი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაიუკა, შნედერლენი, ალდერვეირელდი, ვანიამა - რუტლეჯი
ბოლო 6 მატჩი
+5 =1 -0 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +5 =2 -2 (12-7)

ბომბარდირები:
17 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 14 - სერხიო აგუერო (სიტი); 13 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 12 - ალექსის სანჩესი (არსენალი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული