ჟოზე მოურინიო: ივანოვიჩის სისხლში ამოსვრილი ბუცები ბავშვებმა უნდა ნახონ!

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისის ლიგის თასზე გუნდის მცველის, ბრანისლავ ივანოვიჩის თავდადებული თამაში გამოარჩია.

27 იანვარს გამართულ ლიგის თასის 1/2-ფინალურ შეხვედრაში ლონდონელებმა შინ "ლივერპული" ივანოვიჩის გოლით დაამარცხეს (1:0) და ფინალში გავიდნენ.

"ჩემმა ფეხბურთელებმა ამ თამაშში თავი დადეს. ივანოვიჩის ბუცები სულაც ჩვენი აკადემიის ფოიეში, სტენდზე უნდა გამოვფინოთ, რათა ახალგაზრდა მოთამაშეებმა ნახონ.

ბავშვებს მის დასახიჩრებულ ფეხებს ვერ ვუჩვენებთ, აი, სისხლში ამოსვრილი ბუცები კი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იხარჯებოდეს ფეხბურთელი მოედანზე", - აქვეყნებს "ჩელსის" თავკაცის ნათქვამს კლუბის ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:

ჩელსი-ლივერპული 1:0 (დ.დ.) - მოურინიო ტიტულს მიუახლოვდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ეგ არი ნაღდი პროფესიონალი საკუთარი საქმის
irakli
19:33 28-01-2015
0

სიახლეები პოპულარული