სტივ მაკლარენი ზაფხულში - "ნიუკასლს" მაინც ელის სამწვრთნელო ცვლილება

AutoSharing Option
ინგლისური პრესა გვაუწყებს, რომ "ნიუკასლ იუნაიტედის" მთავარი სამიზნე, ახალი მთავარი მწვრთნელის სახით, სტივ მაკლარენი იქნება, რომელიც "დერბიში" მშვენივრად მუშაობს და შესაძლოა, "ცხვრები" ცხვრის წელიწადში პრემიერლიგაშიც დააბრუნოს.

მართალია, მაიკ ეშლიმ სულ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა ჯონ კარვერი და მას პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმა სეზონის ბოლომდე, მაგრამ ბევრი "სენტ ჯეიმს პარკზე" 50 წლის სპეციალისტის მომავალს სკეპტიკურად უყურებს, ზოგს კი სულაც მიაჩნია, რომ იგი ზაფხულამდეც ვერ მიაღწევს.

ხუმრობაც ბევრია და კრიტიკაც, რასაც საფუძვლად ის უდევს, რომ ეშლიმ განაცხა
და, ცოტა ხანი შევხედავ, როგორ იმუშავებს კარვერი და მერე მივიღებ გადაწყვეტილებასო, ხოლო პოსტზე იგი მას მერე დაამტკიცა, რაც მისი ხელმძღვანელობით "კაჭკაჭებმა" 4 შეხვედრა ჩაატარეს და ვერც ერთი ვერ მოიგეს... ისურვებს თუ არა მაკლარენი "დერბის" დატოვებას, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

იქამდე კი, ეს გამოცდილი სპეციალისტი ცდილობს, რომ "ქუინზ პარკ რეინჯერსი" იმაზე დაიყოლიოს, რომ ჯუნიორ ჰოილეტისა და მეტ ფილიპსის ბოლომდე გამოსყიდვის უფლება მიიღოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული