რაფაელ ბენიტესი შესაძლოა "ლივერპულში" დაბრუნდეს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ხელმძღვანელობას სჯერა, რომ "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელს, რაფაელ ბენიტესს, რომელიც ადრე მერსისაიდელებს წვრთნიდა, შეუძლია გუნდს სტაბილურობა დაუბრუნოს.

"ნაპოლიც" და "ლივერპულიც" სერიოზულ პრობლემებს განიცდიან სეზონის სტარტზე. "ნაპოლი" სერია A-ში მე-7 ადგილზეა, ხოლო "ლივერპული" პრემიერლიგაში მე-11 ადგილზეა.

გარდა ამისა, ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან გამოვარდა.

Daily Star-ი იტყობინება, რომ ახლო მომავალში ბენიტესმა შესაძლოა "ლივერპულის" თავკაცის პოსტი დაიკავოს.

შეგახსენებთ, რომ ბენიტესი "ლივერპულს" 2004-დან 2010 წლამდე წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით, მერსისაიდელებმა ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული