ბრენდან როჯერსი: ეს სტარიჯის უკვე მეცხრე ტრავმაა ერთსა და იმავე ადგილას

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა გუნდის თავდამსხმელის, დანიელ სტარიჯის ტრავმის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ თეძოს ტრავმის მოშუშების შემდეგ სტარიჯმა ვარჯიშზე ის კვლავ დაიზიანა და ამჯერად 6 კვირით გამოაკლდა გუნდს.

"ეს სტარიჯის უკვე მეცხრე ტრავმაა ერთსა და იმავე ადგილას. ეს რთული პრობლემაა და სამედიცინო შტაბი ცდილობს, მასში გაერკვიოს.

მან ტრავმა ვარჯიშის დროს, სრულიად უწყინარ სიტუაციაში მიიღო, როცა ბურთს ფეხი დაარტყა", - აღნიშნა როჯერსმა.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული