დევიდ ბექჰემი 14 წლის ვაჟთან ერთად ავტოავარიაში მოყვა

AutoSharing Option
ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა ბევერლი-ჰილზში სპოტსმენის სახლის წინ მოხდა.

ბექჰემი თავისი შავი Land Rover-ით სახლის ჭიშკარს გასცდა თუ არა, გზაზე მომავალ Acura-ს მარკის ავტომობილს შეეჯახა. შემხვედრ მანქანას ქალბატონი მართავდა.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა სპორტსმენის დაუდევრობით მოხდა.

ავარიის შედეგად არც ბექჰემი დაშავებულა და არც მანქანაში მჯდომი მისი 14 წლის ვაჟი, ბრუკლინი. სამაგიეროდ ავტომობილები დაზიანდა. სპორტსმენის Land Rover-ს წინა ბამპერი მოძვრა. მეორე ავტომ კი ბამპერიც დაკარგა და ფარიც, თუნუქმა კი დეფორმაცია მიიღო.

Sportall.Ge

ჯერ-ჯერობით დაზარალებული ქალბატონი პრეტენზიებს არ გამოთქვამს.
სავარაუდოდ, არც ფეხბურთელი "გადაჰყვება" ამ ინცინდენტს, რადგან სპორტიდან წასვლის მიუხედავად, ბრენდად ქცეული სახელით ბექჰემი დღემდე ათეულობით მილიონს გამოიმუშავებს.

გასულ წელს დევიდისა და ვიქტორიას ოჯახურმა ბიუჯეტმა 35,1 მლნ ფუნტ სტერლინგს მიაღწია. აქედან 19,7 მლნ პირადად ფეხბურთელმა გამოიმუშავა.

Ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული