პაულო დი კანიომ სტეფან სესინიონი სიმთვრალისთვის დასაჯა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "სანდერლენდის" 29 წლის ნახევარმცველი სტეფან სესინიონი პოლიციამ მანქანის საჭესთან მთვრალი დააკავა, "შავი კატების" მთავარმა მწვრთნელმა პაოლო დი კანიომ ფეხბურთელის თავიდან მოშორება გადაწყვიტა.

უკვე გადაწყვეტილია, რომ  ფეხბურთელი "კრისტალ პალასთან" III ტურის შეხვედრას დააკლდება.

"დეილი მეილი" კიდევ უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ იტალიელმა ყატარულ "ალ ჯაიშთან" წამოიწყო მოლაპარაკებები და მზადაა, ბენინელი 5 მილიონ ფუნტად დათმოს. მთავარია, თავად სტეფანი თუ დათამხმდება კარიერის აზიაში გაგრძელებას.

ასევე იხილეთ:
პაულო დი კანიო: "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელები პირანიები არიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული