თურმე, ისე არ წვიმს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ფილ ჯონსი შესაძლოა მოედანს "ბოქსინგ დღესაც" კი დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ: "ბოქსინგ დღე" შობის მეორე დღეს ნიშნავს, როდესაც ინგლისელებს სპორტული შეჯიბრებების გამართვა, კერძოდ კი ფეხბურთის თამაში უყვართ. ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ ამბობენ, რომ სიტყვა "ბოქსინგი" კრივიდან კი არა ყუთიდან მოდის.

ყუთი ხომ ინგლისურად "ბოქს" გამოითქმის. სავარაუდოდ, ლაპარაკია საშობაო საჩუქრებისთვის ჩამოკიდებულ ყუთზე. თუმცა, წიაღსვლებს თავი დავანებოთ და ჯონსს დავუბრუნდეთ. 19 წლის ფეხბურთელს ექვსკვირიან მკურნალობას უწინასწარმეტყველებდნენ. საბედნიეროდ, რენტგენის აპარატმა აჩვენა, რომ ტრავმა მსუბუქია.

ჯონსმა ყვრიმალის ძვლის ტრავმა შუა კვირაში, "ფულჰემთან"
თამაშის დროს მიიღო. მანჩესტერელ ვარსკვლავს დასავლეთლონდონელთა 28 წლის ამერიკელი შემტევი ნახევარმცველი, კლინტ დემპსი დაეჯახა. ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული, ორშაბათს ყმაწვილმა "უიგანის" წინააღმდეგ დამცავი ნიღბით ითამაშოს. ეს ცნობა, რასაკვირველია, დიდი შვებაა სერ ალექს ფერგიუსონისთვის რომელმაც ბოლო ხანს ტრავმების გამო ბევრი ფეხბურთელი დაკარგა.

26 წლის ვარსკვლავი უეინ რუნი კი, ამასობაში გუნდის საოცარ ტრანსფორმაციაზე ლაპარაკობს. რუნი ამბობს, რომ "იუნაიტედი" გასული სეზონისგან განსხვავებით, მიმდინარე ჩემპიონატში სტუმრად უკეთ თამაშობს, ვიდრე შინ და მართლაც, ეს სტატისტიკურადაც მტკიცდება: მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონებმა სტუმრად 9 შეხვედრა ჩაატარეს, რომელთაგანაც შვიდი მოიგეს. შარშან ამ დროს, მომავალ ჩემპიონს ამ მხრივ საშინლად ჰქონდა საქმე: სტუმრად, შესაძლო 27 ქულიდან 13 ჰქონდა მოპოვებული.

რუნიმ თქვა: "რაღაც საოცარი შემობრუნებაა. გასულ სეზონში ჩვენ შინ შესანიშნავად ვთამაშობდით, მხოლოდ ორი ქულა დავკარგეთ, სამაგიეროდ, სტუმრად ვფანტავდით ბევრს. მიმდინარე სეზონში კი შინ უკვე ხუთი ქულა დავკარგეთ, სამაგიეროდ, სტუმრად შვიდი მოვიგეთ და ორი ფრე ვითამაშეთ".

"მანჩესტერ იუნაიტედი" ლიდერ "მანჩესტერ სიტის", რომელსაც პრესამ მათი "ხმაურიანი თანაქალაქელები" შეარქვა, ორი ქულით უსწრებს. შემდგომ შეხვედრებსი კალენდარი ასეთია: ჩემპიონი "ბოქსინგ დღეს", როგორც მოგახსენეთ "უიგანს" მასპინძლობს, საახალწლოდ კი "ბლექბერნ როვერსს" ეთამაშება.

"ვიცოდით, რომ თუ "ფულჰემს" მოვუგებდით, შემდეგ ზედიზედ ორი თამაში შინ გვექნებოდა და მდგომარეობის რადიკალურად გაუმჯობესების შანსიც გვეძლეოდა" - თქვა რუნიმ შეხვედრაზე, რომელშიც მანჩესტერელებმა "კრეივენ კოტეჯზე" 5:0 გაიმარჯვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული