დეილი ბლინდი ინტერნეტმომხმარებლების დაცინვის ობიექტი გახდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუანაიტედის" ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, დეილი ბლინდმა, სოციალურ ქსელში, პოსტი უყურადღებოდ გამოაქვეყნა.

"იუნაიტედის" მე-3 ფორმის პრეზენტაციის ფარგლებში, სავარაუდოდ კლუბის პიარ განყოფილების წარმომადგენელმა, ბლინდს ასეთი შეტყობინება გაუგზავნა: "სალამი მეგობარო. თუ შეგიძლია, სოციალურ ქსელში ეს ფოტო გამოაქვეყნე ამ მინაწერით: "შემდეგ მატჩს მზადყოფნაში და "ადიდასის" ახალი ფორმით ვხვდები. წინ!"

ბლინდმა, "ინსტაგრამის" პოსტში შეტყობინების მთელი ტექსტი გადაიტანა, რის გამოც, ინტერნეტ-მომხმარებლების დაცინვის ობიექტად იქცა.

ფეხბურთელმა შეცდომის გამოსწორება ძველი პოსტის წაშლითა და ახლის დამატებით სცადა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული