UEFA-ს სუპერთასის რეპეტიცია - "მანჩესტერმა" "რეალი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აშშ-ში მიმდინარე საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ევროპული გრანდების მორიგი ამხანაგური დაპირისპირება მადრიდის "რეალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გაიმართა.

თანაბარ ბრძოლაში წარმართული შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე, მარსიალის ეფექტურ სოლორეიდს ლინგარდმა ზუსტი დარტყმა მოაყოლა, ხოლო 69-ე წუთზე, "რეალის" ახალწვეულის, ტეო ერნანდესის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად კაზემირომ აქცია.

თერთმეტმეტრიანების სერიაში კაზემირომ უკვე ვეღარ ივარგა. მის მსგავსად, დარტყმები კოვაჩიჩმა, არნაის ოსკარმა და ტეო ერნანდესმა გააცუდეს. "რეალის" მხრიდან თავი მხოლოდ კესადამ გამოიჩინა.

პენალტების სერიაში დიდად ვერც "მანჩესტერმა" გაიბრწყინა, მაგრამ მხითარიანისა და
ბლინდის ზუსტი დარტყმები მოგებისთვის საკმარისი გამოდგა.

თერთმეტმეტრიანების წყალობით მოგებისთვის "იუნაიტედი" 2 ქულით დაჯილდოვდა, კრიშტიანუ რონალდუს გარეშე მოთამაშე "რეალს" კი 1 ქულა ერგო.

8 აგვისტოს, ეს გუნდები ერთმანეთს უფრო მნიშვნელოვან შეხვედრაში, UEFA-ს სუპერთასისთვის დაუპირისპირდებიან.

რეალი
: ნავასი (კასილია 46), კარვახალი (აკიმი 46), ვარანი (კესადა 46), ნაჩო (ერნანდო 46), მარსელო (ტეხერო 46), მოდრიჩი (კოვაჩიჩი 46), კროოსი (კაზემირო 46), ისკო (არნაის ოსკარი 46), ლუკასი (ერნანდესი 46), ბენზემა (გომესი 46), ბეილი (ფოილასიე 46)

მანჩესტერი: რომერო (დე ხეა 46), ფოსუ-მენსა (ბლინდი 46), ბაილი (ლინდელოფი 46), ჯონსი (სმოლინგი 46), დარმიანი (ვალენსია 77), ფელაინი, კერიკი (მხითარიანი 46), ლინგარდი (პოგბა 46), პერეირა (ერერა 46/მაკტომინეი 52), მარტიალი, რაშფორდი (ლუკაკუ 46)

გოლები: 0:1 ლინგარდი 45+1, 1:1 კაზემირო 69 (პენ)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული