დუაიტ იორკი გაკოტრების პირასაა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი დუაიტ იორკი გაკოტრების პირასაა. ამ ინფორმაციას 90min ავრცელებს.

მიმდინარე თვის დასაწყისში, იორკის კომპანია Dwight Yorke Promotions სასამართლომ გადახდისუუნაროდ სცნო. ტრინიდადელ ვეტერანს სიტუაციის გამოსასწორებლად ერთადერთი გზა აქვს დარჩენილი - გაყიდოს აპარტამენტი, რომელშიც ის 1997 წლიდან ცხოვრობს. იორკი უძრავ ქონებას 2.26 მილიონ ევროდ აფასებს.

დუაიტ იორკი "მანჩესტერ იუნაიტედში" 1998-2002 წლებში თამაშობდა. მან 147 თამაში ჩაატარა, 65 გოლი გაიტანა და 6 ტიტული მოიგო. "წითელი ეშმაკების" გარდა, იორკს" ასტონ ვილაში", "ბლექბერნში", "ბირმინგემში", "სიდნეისა" და "სანდერლენდში" უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული