ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" მოქმედებით უკმაყოფილოა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კლუბისგან უფრო მეტ ტრანსფერს ელის. პორტუგალიელის თქმით, მას შენაძენებით კმაყოფილების მიზეზი ჯერ არ აქვს.

"ჩვენ ყოველთვის მეტი გვსურს. ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ ვითარდება მოვლენები სატრანსფერო ფანჯარაზე. ბაზარი ისე ვითარდება, რომ ზოგიერთ ფეხბურთელთან მოლაპარაკება რთულია, ზოგთან კი - შეუძლებელი. ამ ეტაპზე, ჩვენ მხოლოდ 2 ახალწვეული გვყავს." - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Sky Sports-ი.

მიმდინარე სატრანფერო ფანჯრის დროს, "იუნაიტედმა" ვიქტორ ლინდელიოფი და რომელუ ლუკაკუ დაიმატა. გავრცელებული ინფორმაციით, მოურინიოს ალვარო მორატა სურდა, მაგრამ ესპანელი
"ჩელსიში" გადავიდა. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც "მანჩესტერს" უკავშირებენ, "ინტერის" ნახევარმცველი ივან პერიშიჩია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული