ალექსანდრ ლაკაზეტმა გოლი "არსენალის" პირველივე შეხვედრაში გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლონდონის "არსენალის" ახალწვეულმა ალექსანდრ ლაკაზეტმა გოლი პირველივე შეხვედრაში გაიტანა.

დღეს "არსენალმა" წინასასეზონო მზადების პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ლონდონელები ავსტრალიაში "სიდნეის" დაუპირისპირდნენ. მატჩი ინგლისელებმა 2:0 მოიგეს.

"მეთოფეების" ახალწვეული ალექსანდრ ლაკაზეტი მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა. 15 წუთის შემდეგ მან, ივობის გადაცემის შემდეგ, ბურთს ფეხი წარმატებით დაუხვედრა და "არსენალის" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

მანამდე ერთი ბურთი პერ მერტეზაკერს ჰქონდა გატანილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული