რომელუ ლუკაკუ: 9 ნომერზე ნებართვა იბრაჰიმოვიჩისგან ავიღე

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულის, რომელუ ლუკაკუს თქმით, სანამ ის "წითელი ეშმაკების" 9-ნომრიან მაისურს მოირგებდა, ნებართვა ზლატან იბრაჰიმოვიჩისგან აიღო, რომელიც ამ ნომერს გასულ სეზონში ატარებდა.

"ნომრის არჩევის დროს ყოველთვის დედის აზრს ვითვალისწინებდი. ადრე 10 ნომრით ვთამაშობდი, რადგან დედა მე-10 თვის მე-10 დღესაა დაბადებული.

"მანჩესტერში" 9 ნომრით თამაში მოვინდომე, რადგან თავდამსხმელი ვარ. ეს შესანიშნავი ნომერია და მისი ტარების უფლება იბრაჰიმოვიჩს ვთხოვე. მისი მადლობელი ვარ, რომ ამის უფლება მომცა", - ციტირებს ლუკაკუს სიტყვებს ESPN.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული