Marca: ფერგიუსონის შემდეგ "მანჩესტერმა" 733 მლნ ევრო დახარჯა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" 85 მილიონ ევროდ შეიძინა რომელუ ლუკაკუ. მხოლოდ "მილანმა" დახარჯა ამ ზაფხულს უფრო მეტი (129 მილიონი ევრო), ხოლო 2013 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, როცა "იუნაიტედში" დასრულდა სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქა, მანჩესტერულ კლუბს ბადალი არ ჰყავს ტრანსფერებზე ფულის ხარჯვაში.

ლუკაკუს შეძენამდე, ბოლო ოთხ წელიწადში დანახარჯებით ლიდერობდა "მანჩესტერ სიტი" (721 მილიონი), მაგრამ ახლა, 733 მილიონით ლიდერია "მანჩესტერ იუნაიტედი". შედარებისთვის, ფერგიუსონის 27-წლიანი მუშაობის პერიოდში, "იუნაიტედმა" ფეხბურთელების შესაძენად, ჯამში, 790 მილიონი ევრო დახარჯა.

შესაბამის რეიტინგში ხუთეულს ავსებენ: "ჩელსი" (491), "იუვენტუსი" (482) და "პარი სენ-ჟერმენი"
(462). "ბარსელონა" (454) და "რეალი" (452) მეშვიდე და მერვე ადგილებზე არიან.

სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველაზე მსხვილი ტრანსფერები იყო: პოლ პოგბა (105 მილიონი ევრო), რომელუ ლუკაკუ (85), ანხელ დი მარია (75) და ანტონი მარსიალი (60). თავად ფერგიუსონის ყველაზე ძვირი შენაძენი იყო რიო ფერდინანდი - 46 მილიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული