ლონდონის "ჩელსი": კონტე და კოშტა უნდა შერიგდნენ

AutoSharing Option
მას მერე, რაც "ჩელსიმ" რომელუ ლუკაკუ დაკარგა, დიეგო კოშტას "ლურჯებში" დარჩენის შანსი გაიზარდა. თუმცა ამისთვის ბრაზილიური წარმოშობის ესპანელი ფორვარდი და ანტონიო კონტე უნდა შერიგდნენ.

კოშტას "სტემფორდ ბრიჯზე" დარჩენას ხელს უწყობს ისიც, რომ ახალი რეგულაციების გამო ჩინური გუნდები დიეგოთი ისეთი დაინტერესებულნი აღარ არიან, მადრიდის "ატლეტიკოს" კი ძალიან სურდა მისი უკან მიბრუნება და ეს თავად ფეხბურთელსაც უნდოდა, მაგრამ "ათლეტებმა" იანვრამდე ტრანსფერებზე დისკვალიფიკაცია მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ კონტესა და 28 წლის თავდამსხმელს შორის კონფლიქტი ზამთარში მოხდა. მერე ისინი შერიგდნენ და
სეზონის ბოლომდე "გაქაჩეს", მაგრამ სეზონის დასრულებისთანავე, კონტეს თავდამსხმელისთვის დაუმესიჯებია - ახალი გუნდი მოძებნეო. შესაძლოა, ცხელ გულზე გაბრაზება დაცხრეს და პრაგმატიზმმა იძალოს და კონტისიმეს დიეგოზე გული მოუბრუნდეს, რადგან გუნდს ასე სჭირდება. რასაკვირველია, თუ "ჩელსი" სხვა გამორჩეულ ფორვარდს ვერ იპოვის და ძვირად ღირებულ ტრანსფერს არ განახორციელებს.

"ლურჯების" ერთ-ერთი სამიზნე ანდრეა ბელოტია, რომელსაც სხვა კლუბებიც უტრიალებენ. ოღონდ, თუ "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრებს იტალიის ნაკრებისა და "ტორინოს" ფორვარდის ხელში ჩაგდება სურთ, 90 მილიონი გირვანქის გადახდა მოუწევთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული