ოფიციალურად: უეინ რუნი "ევერტონის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო მეგოლე უეინ რუნი მშობლიურ კლუბს 13 წლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა.

იგი მერსესაიდულ კლუბში უფასოდ გადავიდა. ბოლო წლებში ინგლისელი შემტევი ძველებურად ვეღარ თამაშობდა, რის გამოც ხშირად "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა.

მან წითლების მაისურით ხუთჯერ მოახერხა პრემიერლიგის , ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და FA CUP-ის მოგება.

31 წლის ინგლისელმა "წითელ ეშმაკებში" 559 მატჩი ჩაატარა და თავი 253 გოლით გამოიჩინა.

"ბედნიერი ვარ, რომ "ევერტონში" დავბრუნდი. ველოდები როდის შევხვდები რონალდ კუმანს და მთელ გუნდს" -
ასე გამოეხმაურა "მანჩესტერ იუნაიტედის" აწ უკვე ყოფილი კაპიტანი მის ტრანსფერს ლივერპულულ კლუბში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რუნი დიდია და განსაკუთრებული თავის გვერდზე ასეთს ძნელად მოითმენს,მით უმეტეს რომ თავისი დაწინაურებული არ არის.რუნი კი,რუნი კიდევ ბევრს გაიტანს.
სოსო
22:04 09-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული