მსოფლიო ფეხბურთმა "მამაც ბიჭს", პატარა ბრედლის პატივი მიაგო

AutoSharing Option

 

გუშინ გარდაცვლილ „სანდერლენდის“ 6 წლის გულშემატკივარს, ბრედლი ლოუერის საფეხბურთო და არა მხოლოდ საფეხბურთო სამყარომ პატივი მიაგო.

 

ბრედლი ლოუერი 18 თვის ასაკიდან ავთვისებიან სიმსივნეს ებრძოდა. მუდამ მომღიმარი ბიჭუნა ფეხბურთის გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა, მისი გარდაცვალება კი საფეხბურთო მოღვაწეებისთვის შემზარავი ამბავი აღმოჩნდა.

 

- პრემიერლიგის თილისმა 6 წლის ბრედლი ლოუერი გარდაიცვალა

 

ვიტო მანონე

„ვისურვებდი, რომ ეს დღე არასდროს დამდგარიყო. ძალიან მტკივა გული. საუბარი მიჭირს. მახსოვს შენი ღიმილი და ბედნიერი ვარ, რომ გიცნობდი და მქონდა შანსი, შენთან, პატარა ბრედლისთან და შენ ოჯახთან დრო გამეტარებინა.

 

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს

ოჯახის წევრი დავკარგე. დღეიდან, როდესაც მოედანზე გავალ, მეცოდინება, რომ სიამაყის კიდევ ერთი მიზეზი მაქვს.“

 

ალან შირერი

„ძალიან სამწუხარო ამბავი - პატარა ბრედლი გარდაიცვალა. ბევრისთვის შთამაგონებელი სიცოცხლე ხანმოკლე აღმოჩნდა. ვუსამძიმრებ მის მისაბაძ ოჯახსა და მეგობრებს.“

 

იან რაიტი

„ღმერთმა დალოცოს ბრედლის ოჯახი. თქვენ, თქვენი მამაცი შვილისთვის დაუჯერებელი შრომა გასწიეთ.“

 

გარი ლინეკერი

„საშინლად დამწუხრებული ვარ მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ პატარა ბრედლი ლოუერი გარდაიცვალა. მებრძოლი და შთამაგონებელი ადამიანი.“

 

ჯორდან პიკფორდი

„მშვიდად განისვენე ბრედლი ლოუერი. შენ, ყველა ჩვენგანისთვის, შთაგონების წყარო ხარ.“

 

ნიუკასლ იუნაიტედი

„ვიზიარებთ ბრედლი ლოუერისა და ამ მამაცი ბიჭის ყველა გულშემატკივრის უდიდეს მწუხარებას.“

 

ლივერპული

„ასეთ გულდასაწყვეტ დროს, ჩვენი ფიქრები შენთანაა. მშვიდად განისვენე.“

 

ჩელსი

„ბრედლი ლოუერის გარდაცვალების გამო, ჩვენ კლუბში ყველა დამწუხრებულია. ის, თავისი სიმამაცითა და ღიმილით, თითოეული ჩვენგანის გრძნობებს შეეხო.“

 

მანჩესტერ სიტი

„მშვიდად განისვენე ბრედლი. ყოველთვის გვემახსოვრები...“

 

ინგლისის ეროვნული ნაკრები

„არსებობს მხოლოდ ერთ ბრედლი ლოუერი.“

 

სტენ კოლიმორი

„გამიხარდება, თუ ფეხბურთის ასოციაცია და პრემიერლიგა, ბრედლი ლოუერის საპატივცემულოდ, პრიზს დააწესებს.“

 

რობი ფაულერი

„ჩვენი უდიდესი მწუხარება და სიმპათია ბრედლის ოჯახს, მეგობრებსა და ყველას, ვინც ეს ცუდი ამბავი განიცადა.“

 

ფაბიო ბორინი

„ახლახანს გავიგე ჩვენი მეგობრის, ბრედლის შესახებ სამწუხარო ამბავი. როგორი გადამდები ღიმილი... ყველა ჩვენგანისთვის ნამდვილი ლეგენდა. ჩემი ფიქრები, ამ რთულ მომენტში, ბრედლის ოჯახთან და მის მეგობრებთანაა.“

 

რიო ფერდინანდი

„სამწუხარო ამბავი... ჩვენი ფიქრები მის ოჯახთან და მეგობრებთანაა. მშვიდად განისვენე.“

 

ვიქტორ ვანიამა

„შენი სიმამაცე ბევრისთვის შთამაგონებელი იყო. მათ შორის, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.“

 

ჯესი ლინგარდი

„ვფიქრობთ და ვლოცულობთ მამაცი პატარა ბრედლის ოჯახისთვის და მისი მეგობრებისთვის.“

 

ბოიან კრკიჩი

„სამაგალითო მებრძოლი... ცხოვრებისეული გაკვეთილი... ბრედლის ოჯახსა და მეგობრებს ვუსამძიმრებ.“

 

გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაცია

„მშვიდად განისვენე ბრედლი. მთელი გიბრალტარული საფეხბურთო ოჯახი დამწუხრებულია. შენ ჩვენ გულებს შეეხე.“

 

არდა თურანი

„შენ მილიონობით გულს შეეხე. მშვიდად განისვენე, მამაცო ბიჭო...“

 

ივან კამპო

„ყველაზე სამწუხარო ინფორმაცია. ბრედლი ლოუერი, სიმსივნესთან გაბედული ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.“

 

დანი ჩიპრიანი (მორაგბე)

„მშვიდად განისვენე ბრედლი. შენ გულშემატკივრები შენი ბრძოლის გარშემო გააერთიანე.“

 

ეურელიო გომეში

„გვიყვარხარ პატარა ანგელოზო.“

 

ჯერემი კორბინი (პოლიტიკოსი)

„შემზარავი ინფორმაცია. ბრედლი ლოუერი გარდაიცვალა. არასდროს დამავიწყდება მისი და დეფოს სურათები, როდესაც ის „სანდერლენდისა“ და ინგლისის ნაკრების თილისმა იყო.“

 

ჯული ელიოტი (პოლიტიკოსი)

„ბრედლიმ, თავის მოკლე ცხოვრებაში, ბევრი რამ ჩაატია. ჩემი ფიქრები მის ოჯახთან და მეგობრებთანაა. მშვიდად განისვენე ბრედლი ლოუერი.“

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული