"ვულვზის" მეკარეს მძიმე ავადმყოფობა დაუდგინდა

AutoSharing Option
2017/18 წლების სეზონისთვის მზადების დროს, ინგლისის ჩემპიონშიფში მოთამაშე "ვულვზის" ფეხბურთელებმა გეგმიური სამედიცინო შემოწმება გაიარეს. გუნდის ძირთადი მეკარის, კარლ იკემეს შედეგი სამწუხარო აღმოჩნდა - 31 წლის მეკარეს მწვავე ლეიკემია დაუდგინდა და მას ქიმიოთერაპიის კურსის სასწრაფოდ დაწყება სჭირდება.

იკემეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, კომენტარი კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლორი დერლიმპლმა გააკეთა:

"თქმაც კი არაა საჭირო, რომ "ვულვზში" ყველანი შოკირებულები და დამწუხრებულები ვართ. ამავდროულად, ვიცით რა, თუ როგორი მებრძოლია კარლი, ეჭვი არ გვეპარება, რომ ის არ დანებდება.

წინ რთული პერიოდი გველის, მაგრამ კარლი კლუბის სამედიცინო
გუნდისგან სრულ მხარდაჭერას მიიღებს."

კარლ იკემე "ვულვერჰემპტონის" აკადემიის აღზრდილია. "მგლების" მაისურით მას 200-ზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული