იურგენ კლოპი: მოჰამედ სალაჰის სისწრაფე ჩვენი მთავარი იარაღი იქნება

AutoSharing Option
"ლივერპულის" მენეჯერი იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ მოჰამედ სალაჰის სისწრაფე მერსესაიდული კლუბის შეტევას უფრო ეფექტურს გახდის.

"თუკი, ხალხმა ჯერ კიდევ არ იცის, რამდენად სწრაფი ფეხბურთელია იგი, უყურონ რამდენიმე ვიდეოს მისი მონაწილეობით და ამაში დარწმუნდებიან.
ის ფანტასტიკური მოთამაშეა" - განაცხადა კლოპმა "ლივერპულის" ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას.

"ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს, თუმცა პრობლემები, ცხადია, გაგვაჩნია. ჩვენ შეტევის დამაგვირგვინებელი და საგოლე მომენტების შემქმნელი ფეხბურთელი გვჭირდებოდა, ამისთვის კი ეგვიპტელი შესანიშნავი კანდიდატურაა." - დასძინა მან

შეგახსენებთ, მოჰამედ სალაჰი "ლივერპულმა" "რომადან" 34 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, ეგვიპტელმა რომაულ
კლუბში სერია ა-ს ეგიდით 65 მატჩი ჩაატარა და 29-ჯერ ისახელა თავი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული