BBC: "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა რომელუ ლუკაკუში 75 მილიონი გადაიხადოს

AutoSharing Option
როგორც BBC იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ევერტონთან" უკვე შეათანხმა რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი, როგორც მათი წყაროები იუწყებიან სატრანსფერო თანხად 75 მილიონი ფუნტი სტერლინგი სახელდება.

"წითელი ეშმაკები" მთელი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდნენ "ევერტონთან" ლუკაკუს ტრანსფერის გაჩარხვას, თუმცა ისინი ლივერპულური გუნდის მიერ მოთხოვნილ თანხაზე თანახმანი არ იყვნენ. 

BBC-ის ინფორმაციით, ეს შესაძლო ტრანსფერი არ არის დაკავშირებული უეინ რუნის მშობლიურ კლუბში დაბრუნებასთან,  რომელმაც, როგორც იცით, კარიერა სწორედ "ევერტონში" დაიწყო. 

24 წლის ბელგიელმა შემტევმა პრემიერლიგის გასულ სეზონში 25 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული