"ჩელსი" ოთხ ფრონტზე - ვის დამატებაზე მუშაობენ "არისტოკრატები"

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" ერთბაშად რამდენიმე ფრონტზე მუშაობს და ბევრი ფეხბურთელის დამატება რომ აქვს გადაწყვეტილი, ძველი ამბავია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ "ლურჯებმა" ჯერჯერობით, ვერც ერთი სერიოზული ტრანსფერი ვერ მიიყვანეს ბოლომდე.

ანტონიო კონტეს დაცვის გადახალისებაც აქვს დაგეგმილი და იტალიელს კონკრეტული სამიზნეები დიდი ხნის შეურჩეული ჰყავს, მაგრამ მათ ხელმისაწვდომობას დროის გასვლასთან ერთად საფრთხე ექმნება.

ალექს სანდროს შემთხვევაში, ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც რამდენიმე დღის წინ დაიწერა და ითქვა. ლონდონელები კი ცდილობენ, მოლაპარაკებები
დააჩქარონ, მაგრამ "იუვენტუსმა" 26 წლი ბრაზილიელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, ძალიან ხელსაყრელი პირობებით და ტურინელები მის შენარჩუნებას ცდილობენ, მიუხედავად "ლურჯების" მიერ შეთავაზებული მსუყე თანხისა.

გერმანიის ნაკრებისა და "რომას" უკანახაზელს, 24 წლის ანტონიო რიუდიგერს "მანჩესტერ სიტი" მიადგა და კარგად იცით, რომ "ქალაქელებს" ფულის ხარჯვა არ უჭირთ. "ბარსელონა" კი ისევ ლეონარდო ბონუჩის დააცხრა და თან "იუვეს" არც 30 წლის მცველის გაშვება უნდა.

"ლურჯები" დანილოზეც დაფიქრდნენ, ბრაზილიელი "სანტიაგო ბერნაბეუს" დატოვებაზე უარს არ იტყვის, რადგან გამოყოფილი სათამაშო დრო არ აკმაყოფილებს. აი, ამ შემთხვევაში კი, კონტეს ექსგუნდი "იუვენტუსი" აქეთ არის შემცილებლის რანგში. მოკლედ, ანტონიომ რამე უნდა მოიფიქროს და იჩქაროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული