არის რეკორდი! - მოჰამედ სალაჰი "ლივერპულის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, გუშინ ეგვიპტელმა მოჰამედ სალაჰმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და "ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა. მასში ინგლისელებმა "რომას" 39 მილიონი გირვანქა გადაუხადეს, ეს კი კლუბის ახალი რეკორდია.

სალაჰი კვირაში 90 ათასს მიიღებს და ის 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. გასულ სეზონში ეს ფირმინოს ნომერი იყო, მაგრამ ბრაზილიელმა ახლა 9-იანით თამაში არჩია.

"ასი პროცენტით დავიხარჯები "ლივერპულისთვის", მინდა მასთან ერთად ტიტულები მოვიგო", - განაცხადა 25 წლის ფეხბურთელმა.