"მანჩესტერ სიტი" პიერ-ემერიკ ობამეიანგზე ნადირობს

AutoSharing Option
უკვე ცნობილი ფაქტია, რომ "დორტმუნდის" ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი კარიერას ბუნდესლიგაში არ გააგრძელებს - მის კლუბს გაბონელის შენარჩუნება ერთობ გაუჭირდება. ის შესაძლოა, ესპანურ ლა ლიგაში აღმოჩნდეს, ანაც, ლიგა 1-ში დაბრუნდეს, ოღონდ ახლა "პარი სენ-ჟერმენის" შემადგენლობაში.

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ინგლისურ პრემიერლიგაზე. ბრიტანულ მედიაში იწერება, რომ მისით "ლივერპულის" თავკაცი იურგენ კლოპი დაინტერესდა. თუმცა მას მერე "სქაი სპორტსმა" კიდევ ერთი პოტენციური მყიდველი გაგვაცნო - პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი".

ამბობენ, რომ "სიტი" სულ მალე ოფიციალურად დაუკავშირდება "დორტმუნდს" ობამეიანგის თაობაზე. შეგახსენებთ, რომ აფრიკელმა
ფორვარდმა ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავა მოიგო 31 გოლით. 28 წლის ობამეიანგს "დორტმუნდთან" ხელშეკრულება 2020 წლამდე აკავშირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული