"ჩელსი": რომელუ ლუკაკუ - უკან, მომავალში...

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ბანაკში იმედი აქვთ, რომ უახლოეს დღეებში "ევერტონთან" საბოლოო მოლაპარაკება შედგება და მერსისაიდელები ბელგიელ ფორვარდ რომელუ ლუკაკუს უკან მომავალში, ისევ "სტემფორდ ბრიჯისკენ" გამოუშვებენ. კულისებში ჩურჩულებენ, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯიუტად არ გადის სცენიდან და 24 წლის ფორვარდს თავისკენ ექაჩება.

ამასობაში, "ევერტონს" უკვე მოუფიქრებია, რა უნდა ქნას, როდესაც ლუკაკუს დაკარგავს - ლივერპულელები გლაზგოს "სელტიკიდან" 20 წლის მუსა დემბელეს წაყვანას შეეცდებიან.

წესით, შორი არ არის ის დღეც, როდესაც ტიემუე ბაკაიოკოს ტრანსფერი გაოფიციალურდება. "მანჩესტერ სიტისა" და სხვებს, როგორც
ჩანს, "ლურჯები" სჯობნიან და 22 წლის ნახევარმცველი მათ აირჩევს. თან, "მონაკოსაც" და "ჩელსისაც" რუსი მმართველები ჰყავთ და საერთო ენის გამონახვა მათ შორის გაადვილებულია. რადგან "სიტი" ვახსენეთ, ისიც დავამატოთ, რომ 1-ელ ივლისს უნდა გაოფიციალურდეს ვილი კაბალიეროს "ჩელსიში" ჩარიცხვაც.

არგენტინელმა მანჩესტერელები დატოვა და "ლურჯების" მიწვევა მიიღო, სადაც ასმირ ბეგოვიჩის გამოთავისუფლებული ადგილი უნდა შეავსოს და 35 წლის გოლკიპერს, სავარაუდოდ, აქაც სათადარიგოობა უწერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული