ასოციაციის თასი: არსენ ვენგერის მეშვიდე და "არსენალის" მე-13 თასი

AutoSharing Option
27 მაისს "უემბლიზე" ინგლისის ასოციაციის თასის ფინალი გაიმართა.

ლონდონური კლუბების, "არსენალისა" და "ჩელსის" დაპირისპირებაში არსენ ვენგერის გუნდმა 2:1 იმარჯვა და ასოციაციის თასი მოიპოვა.

მე-4 წუთზე ანგარიში ალექსის სანჩესმა გახსნა, ჩილელმა ბურთი მოიპოვა, საჯარიმოში შევიდა და შორეულ კუთხეში გაიტანა.

68-ე წუთზე ვიქტორ მოზესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და "ჩელსი" ათი კაცით დარჩა, თუმცა 76-ე წუთზე დიეგო კოშტამ ანგარიში გაათანაბრა.

თუმცა მალევე აარონ რემზიმ თავურით გამარჯვება მოუტანა "არსენალს".

"მეთოფეებმა" მე-13-ედ მოიპოვეს ასოციაციის თასი, რაც სარეკორდო შედეგია. ხოლო არსენ ვენგერი პირველი მწვრთნელია, ვინც
ასოციაციის თასი შვიდჯერ მოიგო.

არსენ ვენგერი (არსენალი): "პირველივე წუთებიდან დიდებულად ვითამაშეთ. გუნდმა მოითმინა და, როცა საჭირო იყო, საკადრისი პასუხი გასცა მეტოქეს. "არსენალმა" თვალსასეირო ფეხბურთი აჩვენა. ვამაყობ, რომ კარიერაში ინგლისის 7 თასი მოვიგე. რაც შეეხება ჩემს მომავალს კლუბში, სამშაბათს შევხვდები ხელმძღვანელობას და ერთ-ორ დღეში ყველაფერი გაირკვევა".

შაბათი. 27 მაისი
არსენალი-ჩელსი 2:1
გოლები: 1:0 ალექსის სანჩესი (4), 1:1 დიეგო კოშტა (76), 2:1 რემზი (79)
გაძევება: მოზესი (68. ჩელსი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული