კრიშტიანო რონალდომ ტერაქტის საფრთხის გამო ლონდონში ჩასვლა გადაიფიქრა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ ლონდონში ვიზიტი გაუქმა, რომელიც ამ კვირაში ჰქონდა დაგეგმილი. ამის შესახებ Mirror იუწყება.

პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი ლონდონში ერთ-ერთი ფირმის სარეკლამო აქციაში მონაწილეობის მისაღებად უნდა ჩასულიყო, თუმცა როგორც აქციის ორგანიზატორი იუწყება, დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დიდი რისკის გამო, რონალდო აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 22 მაისს "მანჩესტერ არენაზე" გამართული კონცერტის დროს აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 22 ადამიანი დაიღუპა, 120-მდე კი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული