პრემიერლიგა. XXXVI ტური. პეპ გვარდიოლა: ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გვინდა [VIDEO]

AutoSharing Option
6 მაისს ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

"მანჩესტერ სიტიმ" "კრისტალ პალასს" უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა. ამით სიტი ქულებით გაუთანაბრდა "ლივერპულს". გოლები ხუთმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა, აქედან ორი მცველია - ვენსან კომპანი და ნიკოლას ოტამენდი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ხოსეპ გვარდიოლა (სიტი): "მაღალ დონეზე ვითამაშეთ, ფანებმა კი ბევრი გოლი ნახეს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, ჯერჯერობით, ყველაფერი ჩვენს ხელთაა".

ინგლისის ჩემპიონმა "ლესტერმა" 3:0 გაანადგურა "უოტფორდი" და ელიტაში დარჩენა გაინაღდა. გოლები ონინიე ნდიდიმ, რიად მაჰრეზმა და მარკ ოლბრაიტონმა გაიტანეს.

კრეიგ შექსპირი (ლესტერი):
"შედეგით კმაყოფილი ვარ, თამაშით ნაკლებად. მაგრამ ანგარიში და ის, რომ გოლი არ გავუშვით სავსებით მაკმაყოფილებს. ახლა მათემატიკურადაც სამშვიდობოს ვართ. უნდა გვიხაროდეს, რასაც მივაღწიეთ, "ლესტერი" კრიზისიდან დაბრუნდა".

შაბათი. 6 მაისი
სიტი-კრ. პალასი 5:0
გოლები: 1:0 დ. სილვა (2), 2:0 კომპანი (49), 3:0 დე ბრუინი (59), 4:0 სტერლინგი (82), 5:0 ოტამენდი (92)

ბორნმუთი-სტოკი 2:2
გოლები: 0:1 მუსე (33 ს. კ.), 1:1 სტანისლასი (62), 1:2 დიუფი (73), 2:2 შოუკროსი (81 ს. კ.)

ბარნლი-ვესტ ბრომვიჩი 2:2
გოლები: 1:0 ვოუკსი (56), 1:1 რონდონი (66), 1:2 დოუსონი (78), 2:2 ვოუკსი (86)

ჰალი-სანდერლენდი 0:2
გოლები: 0:1 ჯონსი (69), 0:2 დეფო (92)

ლესტერი-უოტფორდი 3:0
გოლები: 1:0 ნდიდი (38), 2:0 მაჰრეზი (58), 3:0 ოლბრაიტონი (93)

სუონსი-ევერტონი 1:0
გოლი: 1:0 ფ. ლორენტე (29)

პარასკევი. 5 მაისი
ვესტ ჰემი-ტოტენჰემი 1:0

კვირა. 7 მაისი
ლივერპული-საუთჰემპტონი 16:30
არსენალი-მანჩესტერი 19:00

ორშაბათი. 8 მაისი
ჩელსი-მიდლსბრო 23:00

1. ჩელსი - 81 ქულა; 2. ტოტენჰემი - 77; 3. სიტი - 69; 4. ლივერპული - 69; 5. მანჩესტერი - 65.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული