ლონდონის "ტოტენჰემის" ფანებმა შეცდომით თავისიანს სცემეს

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" გულშემატკივარ მაიკლ ვოლერს შესაძლოა, მთელი ცხოვრება დაზიანება დარჩეს და მხედველობის სერიოზული პრობლემა შეექმნას, რადგანაც მას "ტოტენჰემის" გულშემატკივრებმა სცემეს…

"დეზების" ფანების აგრესიულმა ჯგუფმა ასოციაციის თასზე "ჩელსისთან" წაგების (2:4) მერე, "უემბლის" სიახლოვეს ინდურ რესტორანთან მდგარი ვოლერი შეცდომით "ჩელსის" ქომაგად ჩათვალეს და მას სასტიკად გაუსწორდნენ.

Sportall.Ge

გამოძიება უკვე დაწყებულია და დამნაშავეებს ეძებენ. "ტოტენჰემის" განცხადებით, კლუბი ასეთ ადამიანებს კრიმინალებად აღიქვამს და არა გულშემატკივრებად. 23 წლის ვოლერმა სახისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. ექიმები მისი თვალის მდგომარეობაზე განსაკუთრებულად ღელავენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თავისიანს კი არ სცემეს, არამედ თავისიანი სცემეს :)) რა მოგდით?!!
gramatika!!
02:33 29-04-2017
0

სიახლეები პოპულარული