რეკორდი "ლივერპულისთვის"? ვირხილ ვან დეიკი მერსისაიდულ კლუბში

AutoSharing Option
"ლივერპული" თავისთვის სარეკორდო ტრანსფერისთვის ემზადება. ადვილი დასანახია, რომ მერსისაიდელთა მთავარი პრობლემა დაცვის არადამაჯერებელი თამაშია.

მერსისაიდულ კლუბში შესაძლოა, სხვა რგოლებიც გასაძლიერებელია, მაგრამ პირველ რიგში - უკანა ხაზი. "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს მიზანში ვირხილ ვან დეიკი ამოუღია. ჰოლანდიელს სხვა მსურველებიც ჰყავს, მაგრამ "ლივერპული" თადარიგის დაჭერას აპირებს და თანაც, "საუთჰემპტონთან" საქმიანი ურთიერთობა კარგად აქვს აწყობილი.

"ენფილდის" ბინადრები მზად არიან, 25 წლის მცველში "წმინდანებს" დიდი თანხა გადაუხადონ, ვან დეიკი 50 მილიონ გირვანქად ფასდება. ეს კი "ლივერპულისთვის" ის თამასაა, რომლისთვისაც კლუბს არასოდეს მიუღწევია.

აი,
მამადუ სახოსთვის პატიებას კი "კლოპო", როგორც ჩანს, არ აპირებს. ფრანგი "კრისტალ პალასში" განათხოვრების მერე ისევ კარგად ათამაშდა და მერსისაიდელები მის გაყიდვას 25-30 მილიონად გეგმავდნენ.

თუმცა მამადუს პრობლემები და უიღბლობა გრძელდება, რადგან ოთხშაბათს "ტოტენჰემთან" მიღებული ტრავმა სერიოზული ჩანს, ფრანგს მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული და, ალბათ, რამდენიმე თვე მოუწევს უქმობა. ყველაფერი საბოლოოდ დეტალური კვლევების შემდეგ გახდება ცნობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტაბილურობის სიმბოლოა ლივერპული არც აქეთ არც იქით არც ვარდება ვერ ვერაფერს იგებს
0

სიახლეები პოპულარული