ლონდონის "არსენალი": თურმე ვენგერი ტრანსფერებზე მუშაობს...

AutoSharing Option
არსენ ვენგერმა დაადასტურა, რომ გუნდის სამომავლო ტრანსფერებზე მუშაობს და ამ საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული, მაგრამ არ დაუდასტურებია, რომ "არსენალში" რჩება.

მისი წასვლა-არწასვლის საკითხი კვლავაც ღიად რჩება. 67 წლის ფრანგს "მეთოფეებთან" კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება და, როგორც ამბობენ, დიდწილად ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, მოხვდება თუ ვერა კლუბი კიდევ ერთხელ ჩემპიონატის ოთხეულში.

როგორც იცით, ამას ვენგერი აქამდე ყოველთვის ახერხებდა. ახლა კი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა. მართალია, თავად ცოტა ხნის წინათ ისიც თქვა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება შედეგზე არ იქნება
დამოკიდებულიო, მაგრამ ამის მედიაში არავის სჯერა.

"კონტრაქტის ბოლომდე გუნდის აწმყოსა და მომავალზე ვმუშაობ. უცნაური ამაში არაფერია. სასურველი და საჭირო ფეხბურთელები, სატრანსფერო ამბები კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამან გუნდის მომავალი უნდა განაპირობოს. ჩემი მომავალი ამასთან შედარებით მეორეხარისხოვანია" - თქვა ვენგერმა, რომლის გუნდმაც ასოციაციის თასის ნახევარფინალში "სიტი" დაამარცხა და ფინალში "ჩელსისთან" უწევს ჭიდილი.

მუსიე არსენმა უარყო მითქმა-მოთქმა ოლივიე ჟირუს სამშობლოში შესაძლო დაბრუნებისა და "მარსელში" ჩარიცხვის თაობაზეც. მან აღნიშნა, რომ "არსენალი" ფორვარდთან განშორებას არ აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული