სერ ალექსზე მაღლა - ანტონიო კონტე პრემიერლიგის ყველაზე წარმატებული მწვრთნელია

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე პრემიერლიგის ისტორიაში მოგებათა საუკეთესო პროცენტული მაჩვენებლით გამოირჩევა.

რასაკვირველია, იტალიელს ბევრი რამ კიდევ წინ აქვს და ეს მხოლოდ მისი პირველი სეზონია პრემიერლიგაში, მაგრამ მაინც შთმბეჭდავი მაჩვენებელია და ფაქტიც ჯიუტია... კონტესავით.

საინტერესოა, რომ "განსაკუთრებული" ჟოზე მოურინიო წარმატებულთა ათეულშიც კი ვერ არის (მე-14 54,2%-ით). მის დარად, ათეულს მიღმაა ლონდონის "არსენალის" მარადმწვანე მწვრთნელი არსენ ვენგერიც (მე-12 56,7%-ით).

კონტემ სერ ალექს ფერგიუსონის მაჩვენებელი გააუმჯობესა და ამჟამად ლეგენდარულ შოტლანდიელს საგრძნობი უპირატესობით ჯობნის. მესამე ადგილზე, სხვათა შორის, ჰოლანდიელი გუს ჰიდინკია, ტოპ-20-ს
მისი თანამემამულე რონალდ კუმანი აგვირგვინებს.

ტოპ-10
1. ანტონიო კონტე 79,0%
2. ალექს ფერგიუსონი 70,8%
3. გუს ჰიდინკი 64,5%
4. კარლო ანჩელოტი 60,0%
5. რობერტო მანჩინი 61,3%
6. მანუელ პელეგრინი 61,3%
7. ხოსეპ გვარდიოლა 61,0%
8. სლავიშა იოკანოვიჩი 60,0%
9. იურგენ კლოპი 60,0%
10. ტიმ შერვუდი 59%

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"