პრემიერლიგა. XXXII ტური: ანტონიო კონტე 7-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებს [VIDEO]

AutoSharing Option
8 აპრილს ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურის 7 შეხვედრა გაიმართა.

მორიგი გამარჯვება იზეიმა ანტონიო კონტეს "ჩელსიმ" და ლიდერი მეორეადგილოსან "ტოტენჰემს" კვლავ 7 ქულით უსწრებს. ადამ სმითის ავტოგოლის შემდეგ ედენ აზარმა გაიტანა "ბორნმუთის" კარში. შემდეგ მასპინძლებმა ერთი გაქვითეს, თუმცა მეორე ტაიმში მარკოს ალონსომ ანგარიშს წერტილი დაუსვა - 3:1 "ჩელსის" სასარგებლოდ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ტოტენჰემმა" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა პრემიერლიგაში. "დეზებმა" "უოტფორდი" 4:0 გაანადგურეს. კორეელმა სონმა დუბლი შეასრულა და დელ ალისაც გაატანინა, ერთი გოლიც ერიკ დაიერის ანგარიშზეა.

მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი): "4:0 შესანიშნავი შედეგია, მაგრამ
მატჩში კიდევ ერთ-ორ გოლს ვიმსახურებდით. მაგრამ მე დღეს ამაყი ვარ".

"ლივერპულმა" "სტოკთან" საგარეო მატჩში თამაშის ჩარხი თავის სასარგებლოდ შემოატრიალა. ჯერ ფილიპე კოუტინიომ გაიტანა და გახდა პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის გამტანი ბრაზილიელი. შემდეგ მისმა თანამემამულე რობერტო ფირმინომ "ლივერპულს" შესანიშნავი გოლით მოაგებინა - 2:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იურგენ კლოპი (ლივერპული): "მეორე ტაიმი მართლაც კარგი გამოგვივიდა. ბოლო სამ დღეში კოუტინიომ სამი კილოგრამი დაკარგა, რაც პროფესიონალი ფეხბურთელისთვის არც ისე კარგია. კარგი ამინდი და უკვე მოპოვებული 63 ქულა, ამაზე მეტზე არც მიოცნებია".

"სიტიმ" ერთ-ერთ აუტსაიდერ "ჰალს" აჯობა - 3:1. "სიტის" რიგებში თავი სერხიო აგუერომ და ფაბიან დელფმა (ერთი ავტოგოლი იყო) გამოიჩინეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ხოსეპ გვარდიოლა (სიტი): "რამდენიმე უიღბლო მატჩის შემდეგ ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ოთხეულისთვის ბრძოლა პრემიერლიგის ბოლო ტურებამდე გაგრძელდება".

შაბათი. 8 აპრილი
ტოტენჰემი-უოტფორდი 4:0
გოლები: 1:0 ალი (33), 2:0 დაიერი (39), 3:0 სონი (44), 4:0 სონი (55)

სიტი-ჰალი 3:1
გოლები: 1:0 ელმოჰამადი (31 ს. კ), 2:0 აგუერო (48), 3:0 დელფი (64), 3:1 რანოკია (85)

მიდლსბრო-ბარნლი 0:0

სტოკი-ლივერპული 1:2
გოლები: 1:0 უოლტერსი (44), 1:1 კოუტინიო (70), 1:2 ფირმინო (72)

ვესტ ბრომ.-საუთჰემპტონი 0:1
გოლი: 0:1 კლასი (25)

ვესტ ჰემი-სუონსი 1:0
გოლი: 1:0 კუიატე (44)

ბორნმუთი-ჩელსი 1:3
გოლები: 0:1 სმითი (17 ს. კ.), 0:2 აზარი (20), 1:2 კინგი (42), 1:3 ალონსო (68)

კვირა. 9 აპრილი
სანდერლენდი-მანჩესტერი 16:30
ევერტონი-ლესტერი 19:00

ორშაბათი. 10 აპრილი
კრ. პალასი-არსენალი 23:00

1. ჩელსი - 75 ქულა; 2. ტოტენჰემი - 68; 3. ლივერპული - 63; 4. სიტი - 61; 5. არსენალი - 54.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული