პრემიერლიგა. XXX ტური: "ჩელსიმ" წააგო, ჩემპიონობისთვის ბრძოლა დაიძაბება? [VIDEO]

AutoSharing Option
1-ელ აპრილს ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურის 8 შეხვედრა გაიმართა

ბრძოლა საჩემპიონო ტიტულისთვის ისევ გაცოცხლდა მას მერე, რაც "ჩელსიმ" ლონდონის დერბი დათმო "კრისტალ პალასთან" - 1:3, ხოლო "ტოტენჰემმა" სტუმრად "ბარნლი" დაამარცხა - 2:0. ახლა "დეზები" ლიდერს 7 ქულით ჩამორჩებიან.

"ჩელსი" სესკ ფაბრეგასის გოლით იგებდა, მაგრამ უილფრიდ ზაჰამ და კრისტიან ბენტეკემ "არწივებს" მოაგებინეს. სამივე გოლი საწყის 11 წუთში ჩაეტია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ანტონიო კონტე (ჩელსი): "ფეხბურთია, სადაც ყველაფერი ხდება. ინგლისში იმდენად ძლიერი ლიგაა, რომ ნებისმიერ გუნდს შეუძლია სიურპრიზის შემოთავაზება. რა თქმა უნდა, მედიისთვის
ჩვენი, როგორც ერთპიროვნული ლიდერის მარცხი კარგია. სიტუაციის გამოსწორებისთვის დრო გვქონდა, მაგრამ ეს ვერ შევძელით".

სემ ელერდაისი (კრისტალ პალასი): "ძალიან სასიამოვნოა, როცა იმ გუნდს უგებ, რომელიც ერთ-ორ თვეში ქვეყნის ჩემპიონი გახდება. ჩვენმა დაცვამ ბრწყინვალედ ითამაშა".

მაურისიო პოჩეტინო მიიჩნევს, რომ 7-ქულიანი ჩამორჩენა ზუსტად იგივეს ნიშნავს, რასაც 10-ქულიანი ნიშნავდა "ტოტენჰემისთვის", თუმცა "დეზებს" ბრძოლის გაგრძელების მოტივაცია გაუჩნდათ. "ბარნლის" კარში გოლები ერიკ დაიერმა და კორეელმა სონმა გაიტანეს.

მერსისაიდულ დერბიში იურგენ კლოპის "ლივერპულმა" 3:1 მოუგო "ევერტონს". მასპინძელთაგან თავი სადიო მანემ, ფილიპე კოუტინიომ და დივოკ ორიჯიმ გამოიჩინეს. "ენფილდზე" "ლივერპულის" მცველებმა შეძლეს რომელუ ლუკაკუს განეიტრალება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ვერ შეძლო "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" დამარცხება, თუმცა უპირატესობას კი ფლობდა. "ლესტერის" მწვრთნელი კრეიგ შექსპირი პირველი ბრიტანელი სპეციალისტია, რომელმაც პრემიერლიგაში სადებიუტო 4 მატჩი მოიგო, "ლესტერმა" "სტოკ სიტი" ნდიდისა და ჯეიმი ვარდის გოლებით დაამარცხა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათი. 1 აპრილი
ლივერპული-ევერტონი 3:1
გოლები: 1:0 მანე (8), 1:1 პენინგტონი (28), 2:1 კოუტინიო (31), 3:1 ორიჯი (60)

ბარნლი-ტოტენჰემი 0:2
გოლები: 0:1 დაიერი (66), 0:2 სონი (77)

ჩელსი-კრ. პალასი 1:2
გოლები: 1:0 ფაბრეგასი (5), 1:1 ზაჰა (9), 1:2 ბენტეკე (11)

ჰალი-ვესტ ჰემი 2:1
გოლები: 0:1 ქეროლი (18), 1:1 რობერტსონი (53), 2:1 რანოკია (85)

ლესტერი-სტოკი 2:0
გოლები: 1:0 ნდიდი (25), 2:0 ვარდი (47)

მანჩესტერი-ვესტ ბრომვიჩი 0:0

უოტფორდი-სანდერლენდი 1:0
გოლი: 1:0 ბრიტოსი (59)

საუთჰემპტონი-ბორნმუთი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: არტერი (79. ბორნმუთი)

კვირა. 2 აპრილი
სუონსი-მიდლსბრო 16:30
არსენალი-სიტი 19:00

1. ჩელსი - 69 ქულა; 2. ტოტენჰემი - 62; 3. ლივერპული - 59; 4. სიტი - 57; 5. მანჩესტერი - 53.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული