პრემიერლიგა. XXVIII ტური: რომელუ ლუკაკუ ჰარი კეინს ბომბარდირთა დავაში დაეწია

AutoSharing Option
11 მარტს ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურის 3 შეხვედრა გაიმართა.

ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალების გამო, ტური არასრული გამოვიდა.

"ბორნმუთმა" ჯოშუა კინგის ჰეთ თრიკის წყალობით 3:2 დაამარცხა სლავენ ბილიჩის "ვესტ ჰემი", მას პოკერის შესრულებაც შეეძლო, თუმცა პენალტი ვერ გაიტანა. ამ თამაშში მასპინძლებმა კიდევ ერთი პენალტი გააცუდეს.

რონალდ კუმანის "ევერტონმა" "ვესტ ბრომვიჩი" კევინ მირალასის, მორგან შნედერლენისა და რომელუ ლუკაკუს გოლებით 3:0 გაანადგურა "ვესტ ბრომვიჩი". რომელუ ლუკაკუ 19 გოლით გაუტოლდა ბომბარდირთა დავაში დაწინაურებულ ჰარი კეინს.

შაბათი. 11 მარტი
ბორნმუთი-ვესტ ჰემი 3:2
გოლები: 0:1 ანტონიო (10),
1:1 ჯ. კინგი (31), 2:1 ჯ. კინგი (48), 2:2 ა. აიუ (83), 3:2 ჯ. კინგი (90)
გამოუყენებელი პენალტი: ჯ. კინგი (9. ბორნმუთი), აფობე (37. ბორნმუთი)

ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი 3:0
გოლები: 1:0 მირალასი (39), 2:0 შნედერლენი (45), 3:0 ლუკაკუ (82)

ჰალი-სუონსი 2:1
გოლები: 1:0 ნიასი (69), 2:0 ნიასი (78), 2:1 მოუსონი (91)

კვირა. 12 მარტი
ლივერპული-ბარნლი 20:00

1. ჩელსი - 66 ქულა; 2. ტოტენჰემი - 56; 3. სიტი - 56; 4. ლივერპული - 52; 5. არსენალი - 50
.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული