ასოციაციის თასი. V რაუნდი: ისტორია დაიწერა [VIDEO]

AutoSharing Option
ჯონ ტერი ამბობს, რომ ინგლისში მოთამაშე უცხოელების დიდ ნაწილს არ ესმის ასოციაციის თასის რაობა. მართლაც, მხოლოდ ალბიონზე შეიძლება მოხდეს, რომ სამოყვარულო კლუბი თასის მეოთხედფინალში გავიდეს.

"ლინკოლნ სიტიმ" ეს შეძლო სტუმრად "ბარნლის" დამარცხებით. "ჩელსის" კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ასეთი რამ იტალიაში უბრალოდ გამორიცხულია, რომ მოხდეს. სხვათა შორის, კონტეს "ჩელსიც" გავიდა მეოთხედფინალში, ისევე, როგორც აიტორ კარანკას "მიდლსბრო". აი, პეპ გვარდიოლას "სიტის" კი გადათამაშება ელის, რადგან "ჰადერსფილდს" ვერ მოუგო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პეპმა, რა გიკვირთ, ეს გუნდი ჩემპიონშიპში ერთ-ერთი
საუკეთესოა. "ლესტერს" ახლა ყველა უგებს, მოუგო რანგით მესამე დივიზიონში მოთამაშე "მილუოლმაც", ინგლისს არასოდეს ჰყოლია ასეთი სამარცხვინო ჩემპიონი. "ბარნლი" კარგად შერცხვა, მაგრამ ამ კლუბმა შაბათს ერთი ისეთი კარგი საქციელი ჩაიდინა, რომ არ შეგვიძლია, არ აღვნიშნოთ - მატჩის წინ ფეხბურთელები მოედანზე ბავშვების ნაცვლად "ბარნლის" ასაკოვანმა (70 და მეტის) ფანებმა გამოიყვანეს...

ძნელი წარმოსადგენია, რას იზამდა ჟოზე მოურინიო "მანჩესტერში", რომ არა ზლატან იბრაჰიმოვიჩი. სწორედ შვედმა მოაგებინა ჩემპიონშიპის მაჩანჩალასთან "იუნაიტედს" და შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლონდონურ დერბიში ჰარი კეინის ჰეთ თრიკი "ტოტენჰემს" "ფულჰემის" იოლად დასაძლევად ეყო. კეინი კი თამაშის შემდეგ წუხდა, ერთი ამდენის გატანა კიდევ შეგვეძლოო.

გუშინ მეოთხედფინალის კენჭისყრაც გაიმართა - თასის მფლობელ "იუნაიტედს" არ გაუმართლა, მოუს გუნდი ჩემპიონატის ლიდერ "ჩელსის" გადაეყარა. "ტოტენჰემი" "მილუოლს" შეხვდება, "მიდლსბრო" "ჰადერსფილდისა" და "სიტის" შორის გამარჯვებულს, სენსაცია "ლინკოლნი" დღევანდელ თამაშს დაელოდება "სატონსა" და "არსენალს" შორის.

V რაუნდი
ბარნლი-ლინკოლნი 0:1
გოლი: 0:1 რაგეტი (89)

მიდლსბრო-ოქსფორდი 3:2
გოლები: 1:0 ლიდბიტერი (26-პენ), 2:0 ჟესტედი (34), 2:1 მაგუაიერი (64), 2:2 მარტინესი (65), 3:2 სტუანი (86)

ჰადერსფილდი-სიტი 0:0

მილუოლი-ლესტერი 1:0
გოლი: 1:0 ქამინგსი (90)
გაძევება: კუპერი (52. მილუოლი)

ვულვზი-ჩელსი 0:2
გოლები: 0:1 პედრო (65), 0:2 დ. კოშტა (89)

ფულჰემი-ტოტენჰემი 0:3
გოლები: 0:1 კეინი (16), 0:2 კეინი (51), 0:3 კეინი (73)

ბლექბერნი-მანჩესტერი 1:2
გოლები: 1:0 გრემი (17), 1:1 რაშფორდი (27), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (75)

ორშაბათი. 20 თებერვალი
სატონი-არსენალი 23:55

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული