ფეხბურთელები, რომლებსაც ყველაზე მეტად ეუხეშებიან პრემიერლიგაში

AutoSharing Option
გაინტერესებთ, ვის წინააღმდეგ ჯარიმდებიან ყველაზე ხშირად ინგლისის ჩემპიონატში? ჩვენ ამის შესაბამის სტატისტიკას შემოგთავაზებთ და ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელების სიას გამოვამზეურებთ.

სათქმელია, რომ სამეულში "ჩელსის" ორი ფეხბურთელია. ლიდერობს ფორმაში შესული ედენ აზარი, ბელგიელის წინააღმდეგ ყველაზე ხშირად არღვევენ თამაშის წესს. დიეგო კოშტა მესამეზეა, აი, მეორე ადგილზე კი "კრისტალ პალასის" უილფრიდ ზაჰაა.

სხვათა შორის, "არწივთა" შემტევი აზარს მხოლოდ ერთი ჯარიმით ჩამორჩება. "მანჩესტერ იუნაიტედის" სუპერვარსკვლავი პოლ პოგბა მეოთხე საფეხურზეა. საინტერესოა, რომ მეხუთე-მეექვსე ადგილზე "ტოტენჰემისა" და "ბორნმუთის" მცველები დენი როუზი და ადამ სმიტი არიან.

26 წლის
აზარმა ისაუბრა კიდეც იმაზე, რომ როდესაც ფეხებში ხვდება, ეს დამატებით მოტივაციას აძლევს: "ეს მართალია, როდესაც ჩემ წინააღმდეგ ხშირად უხეშობენ, თავს ბოლომდე თამაშში ვგრძნობ. თუ არ მეხებიან, ეს ნიშნავს, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვერ ვარ. სწორად გამიგეთ, არ ვამბობ, რომ მომწონს, როდესაც მეუხეშებიან და მირტყამენ, მაგრამ თუ ეს ხდება ხოლმე, ეს ნიშნავს, რომ კარგად გამომდის თამაში".

შეგახსენებთ, რომ აზარი "ჩელსის" "არსენალთან" ლონდონის დერბის მოგებაში დაეხმარა. მან შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა და შესანიშნავი სოლო-რეიდით ულამაზესი გოლი შეაგდო.

"დიახ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო გოლი იყო, რომელიც გამიტანია. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი სტილის გოლებს შორის. სოლო-რეიდების გარდა, სხვა ტიპის კარგი გოლებიც გამიტანია. დანარჩენი ფანების ასარჩევი და გადასაწყვეტია" - დაამატა აზარმა.

როგორც კი ედენი უკეთ ათამაშდა, მისი შედარება ისევ კრიშტიანო რონალდოსთან და ლიონელ მესისთან დაიწყეს. ამის შესახებ ახლა რობერტო მარტინესმა ისაუბრა, რომელმაც აზარი აქო და ადიდა. ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელმა ფეხბურთელის ასაკსაც გაუსვა ხაზი და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აზარს ბევრი რამ წინ აქვს და კიდევ უფრო მოუმატებს.

ფეხბურთელი გუნდი ჯარიმა
ედენ აზარი ჩელსი 67
უილფრიდ ზაჰა კრ. პალასი 66
დიეგო კოშტა ჩელსი 56
პოლ პოგბა მანჩესტერი 52
დენი როუზი ტოტენჰემი 48
ადამ სმიტი ბორნმუთი 48
ერიკ პიტერსი სტოკი 45
რაჰიმ სტერლინგი სიტი 45
დელე ალი ტოტენჰემი 44
ჯეკ უილშირი ბორნმუთი 44
ჯო ალენი სტოკი 43
სადიო მანე ლივერპული 43

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩააწყვე და იუხშე,მარიონეტები არიან,რასაც ეტყვიან იმას აკეთებენ ლოხოტრონი გახდა ფეხბურთიიიიიიიიიიიიიიი
kako
17:29 09-02-2017
0

სიახლეები პოპულარული