ინგლისი. პრემიერლიგა. XXIII ტურის წინ: კლოპი VS კონტე, დუბლი II

AutoSharing Option
ასოციაციის თასის მატჩების გამო პრემიერლიგის ტური უქმეებს ასცდა და დღეს-ხვალ გაიმართება. დღეს კი ამ ტურის მშვენება "ენფილდზე" გაიმართება - აშკარა კრიზისში მყოფი "ლივერპული" კომფორტული უპირატესობით გალიდერებულ "ჩელსის" მასპინძლობს. გუნდებს შორის 10 ქულაა, ლონდონელთა სასარგებლოდ.

სექტემბერში იურგენ კლოპმა მწარე მარცხი აგემა ანტონიო კონტეს "სტემფორდ ბრიჯზე". დეიან ლოვრენისა და ჯორდან ჰენდერსონის გოლებით აჯობა, დიეგო კოშტას გასროლა კი ნაგვიანევი აღმოჩნდა - 1:2.

მოკლედ, იტალიელს შური აქვს საძიებელი და ამაზე კარგი დრო მას საამისოდ არ ექნება. "ლივერპული" ახლა ისე ცუდად თამაშობს, რომ თასზე ქვედალიგელებთანაც
მარცხდება საკუთარ სტადიონზე. თუ აქაც წააგებს, "წითლები" არათუ ტიტულისთვის ბრძოლას დაემშვიდობებიან, შესაძლოა, მოწინავე ოთხეულშიც დაკარგონ ადგილი.

კლოპს კლაინი და ინგსი ისევ აკლია, კონტეს კი საბრძოლო შემადგენლობა ჰყავს. ანტონიო კონტეს გუნდმა ამ სეზონში 22-დან 18 შეხვედრა მოიგო. ვნახოთ, თუ შეძლებს კლოპი და კომპანია "ლურჯების" მატარებლის შეჩერებას.

კლოპის გუნდში მთავარი სიახლე ისაა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სადიო მანე დაბრუნდა, მაგრამ საკითხავია, როგორ მდგომარეობაშია იგი, სენეგალის ნაკრებმა ხომ სწორედ მისი ვერგატანილი პენალტის გამო შეწყვიტა ბრძოლა აფრიკის ეროვნებათა თასზე. ადამ ლალანა მწყობრშია, ხოლო კლაინს ფლანგზე ისევ ალექსანდერ-არნოლდი შეცვლის. დივოკ ორიჯი კი, ალბათ, სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდება დენ სტარიჯთან კომპანიაში.

"ლურჯები" ისევ 3-5-2 ტაქტიკით ითამაშებენ, სადაც ფლანგებს მარკოს ალონსო და ყოფილი ლივერპულელი ვიქტორ მოზესი გააკონტროლებენ.

დისკვალიფიცირებული არსენ ვენგერის "არსენალი", რომელიც ამჟამად მეორე ადგილზეა, "უოტფორდს" მასპინძლობს და, წესით, ქულები არ უნდა დაკარგოს.

მესამეადგილოსანი "ტოტენჰემი" კი "სანდერლენდს" ესტუმრება, რომლისთვისაც ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს. მანჩესტერულ კლუბებზეც ვთქვათ: ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედი" "ჰალ სიტის" მასპინძლობს. აი, ხოსეპ გვარდიოლას "სიტის" კი მძიმე გასვლა აქვს ლონდონში, ბილიჩის "ვესტ ჰემ იუნაიტედის" წინააღმდეგ.

სამშაბათი. 31 იანვარი
ბორნმუთი-კრ. პალასი 23:45
არსენალი-უოტფორდი 23:45
ბარნლი-ლესტერი 23:45
მიდლსბრო-ვესტ ბრომვიჩი 23:45
სანდერლენდი-ტოტენჰემი 23:45
სუონსი-საუთჰემპტონი 23:45
ლივერპული-ჩელსი 00:00

ოთხშაბათი. 1-ლი თებერვალი
ვესტ ჰემი-სიტი 23:45
მანჩესტერი-ჰალი 00:00
სტოკი-ევერტონი 00:00

ბომბარდირები: 15 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ალექსის სანჩესი (არსენალი); 14 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 13 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 12 - ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 11 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), დელე ალი (ტოტენჰემი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კლოპ ზედმეტები მოგდის ინგლისია ბიძია და ცოტა აზე მოდი და სასტავი დააყენე წესიერი ამის იდიოტურმა ტრანსფერებმა ტვინი წაიგოო ვითომ მაგარ ხოდებს აკეთებს ბალეშიკებისგან მიკვირს მითუმეტეს ლივერპულის როდემდე უნდა იყვნენ ესე აზე მოდით ეხა ისე ვწერ ლივერპულის ფანკლუბის უფროსმა არ წაიკითხოს)
klopi
06:06 01-02-2017
0

სიახლეები პოპულარული