ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია არსენ ვენგერს დასჯის

AutoSharing Option
ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია არსენ ვენგერს დააჯარიმებს. ბოდიშის მიუხედავად, ფრანგი სპეციალისტი სასჯელს ვერ გადაურჩება.

მართალია, მას გასაჩივრება ხუთშაბათ საღამომდე შეუძლია, მაგრამ აპელაცია რომც შეიტანოს, დიდი ალბათობით, ასოციაციის გადაწყვეტილება არ შეიცვლება.

როგორც იცით, "არსენალისა" და "ბარნლის" მატჩში ჯონათან მოსმა ორივე გუნდის საზიანოდ რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. არბიტრმა მინდვრიდან გააძევა "მეთოფეთა" გრანიტ ჯაკა, ბოლო წუთზე კი პენალტი დანიშნა "არსენალის" კარში.

უკმაყოფილება ვენგერმა ძალიან აგრესიულად გამოხატა და ზღვარგადასული ემოციურობისთვის მოსმა იგი გააძევა. ვენგერი შორს არ წავიდა და იქვე გვირაბთან დადგა. მეოთხე მსაჯმა ენტონი ტეილორმა
მას მიუთითა, რომ გასახდელისკენ წასულიყო და მოედანი დაეტოვებინა, რასაც მუსიე არსენმა ყვირილი მოაყოლა და ტეილორს ცოტათი ხელიც გაჰკრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"