პრემიერლიგა. XXII ტური: 250! ლეგენდა ერთი დარტყმით! [VIDEO]

AutoSharing Option
* უეინ რუნიმ "მანჩესტერის" მაისურით 250 გოლი გაიტანა და კლუბის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.
* არსენ ვენგერმა მეოთხე მსაჯს ხელი ჰკრა, რის გამოც მსაჯმა გააძევა და ახლა ფრანგს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელის.


გაფიცული დიეგო კოშტა დაბრუნდა, "ჩელსისთვის" გაიტანა და გუნდს "ჰალის" დამარცხებაში დაეხმარა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

წვალებით, მაგრამ მოიგო "არსენალმაც", რომელიც 8 ქულით კი ჩამორჩება ლიდერს, მაგრამ მეორე ადგილზე გადავიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ტყუილი იქნება, რომ ვთქვა, მიხარია, რეკორდი მე რომ აღარ მეკუთვნის-მეთქი, მაგრამ გულწრფელად ვამბობ - ძალიან კმაყოფილი ვარ უეინ რუნის გამო.
მან დაიმსახურა გამორჩეული ადგილი ამ კლუბის მდიდარ ისტორიაში", - ეს სიტყვები "მანჩესტერ იუნაიტედისა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, სერ ბობი ჩარლტონს ეკუთვნის.

...არბიტრის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე, შესვლაზე შესულმა უეინ რუნიმ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა ანგარიში "სტოკთან" საგარეო მატჩში, თავისიანები წაგებისგან იხსნა, ხოლო თავად ჩარლტონის რეკორდი დაამხო. 250 გოლი - ასეთია მწვერვალი, რომელიც 31 წლის კაპიტანმა დაიპყრო და "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შეიქნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თამაშის შემდეგ დღის გმირმა თქვა: "იყო ამ რანგის კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი, ეს არის უდიდესი პატივი და ამიტომაც ვარ ამაყი. აღმოვჩნდი იმ დიდი ფეხბურთელების გვერდით, რომელთაც სხვადასხვა დროს "იუნაიტედის" ღირსება დაუცავთ. როცა 2004 წელს აქ მოვედი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს დღე დადგებოდა".

შეგირდს სიტყვა ჟოზე მოურინიომაც შეაწია: "რეკორდი რეკორდია! რუნიმდე რეკორდი ინგლისური ფეხბურთის ლეგენდას ეკუთვნოდა, ახლა კი რუნი თავად არის ლეგენდა და ამით ყველაფერია ნათქვამი".

ტურის ცენტრალურ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" და "ტოტენჰემმა" ერთმანეთს ორ-ორი გოლი გაუტანეს. თამაშის სცენარი პეპ გვარდიოლას გუნდს ცუდს არაფერს უქადდა - დიდი დომინაცია და ორბურთიანი უპირატესობა 54-ე წუთისთვის (აქ არ დაგვავიწყდეს "ტოტენჰემის" მეკარე უგო ლორისის ორი მიუტევებელი შეცდომაც). თუმცა "მამლებმა" აჩვენეს, რომ მზად არიან საჩემპიონო რბოლისთვის. "სიტისთან" სტუმრად ორბურთიანი ჩამორჩენის გაბათილება ხუმრობა საქმე როდია?!.

ამრიგად, "ევერტონთან" სამარცხვინო წაგების (0:4) შემდეგ გვარდიოლამ რეაბილიტაცია ვერ შეძლო და ეს თავად მწვრთნელსაც ვერ გაუწევს კარგ სამსახურს. ამ შემთხვევაში, არგუმენტად არ გამოდგება ის ეპიზოდიც, როცა არბიტრს პენალტის დანიშვნა შეეძლო სტუმრების კარში - ვგულისხმობთ მომენტს, როცა კაილი უოლკერმა ხელი ჰკრა მეკარესთან პირისპირ გასულ რაჰიმ სტერლინგს, ამ უკანასკნელმა კი წონასწორობა შეინარჩუნა, არ წაიქცა და რეალური საგოლე შანსიც გაანიავა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბოლო სამ მატჩში "ლივერპულმა" ერთიც ვერ მოიგო, რამაც მნიშვნელოვნად შეარყია მისი პოზიციები ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. იურგენ კლოპის გუნდი ვეღარ არის ისეთი მწყობრი და აგრესიული, როგორც ორი თვის წინ, როცა შინ თუ გარეთ მუსრს ავლებდა ოპონენტებს. ამას თავისი მიზეზი აქვს - მოკლე სათადარიგოთა სკამი, რაც თითქმის არ იძლევა როტაციის საშუალებას.

"ლივერპულმა" შეძლო ფერნანდო ლორენტეს მიერ მეორე ნახევრის დასაწყისში შესრულებული დუბლის გაბათილება (ლორენტეს არც რობერტო ფირმინო ჩამორჩა გოლების რაოდენობაში), მაგრამ მერე, შეტევებში გართულს, მეტოქის კონტრშეტევა გაეპარა და გილფი სიგურდსონმა შორეულ, დაბალ კუთხეში შეაგორა ბურთი. ამით დასრულდა "ლივერპულის" 17-მატჩიანი დაუმარცხებელი (11 მოგება, 6 ფრე) საშინაო სერია.

"ძალიან მიჭირს ამ მარცხთან შეგუება. პირველ ტაიმში 4 თუ 5 საგოლე შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ბრწყინვალედ ვითამაშეთ მატჩის მხოლოდ იმ მონაკვეთში, როცა ანგარიში გავათანაბრეთ. მაგრამ ვერაფრით ავხსნი მესამე გოლს, რადგან შანსები მხოლოდ ჩვენ გვქონდა. ჩემთვის "სუონსის" გამარჯვება უსამართლო, თუმცა კი დამსახურებულია", - ასე შეაფასა თამაში კლოპმა.

და კიდევ: მატჩის მიწურულს მოედანზე გამოჩნდა "ლივერპულის" მცველი ჟოელ მატიპი, რომლის გარშემოც ბოლო დღეებში დიდი აჟიოტაჟი იყო. ფიფამ ყურად არ იღო კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის საჩივარი და 25 წლის ფეხბურთელს კლუბში თამაშის ნება დართო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თამაშის მიწურულს საკუთარ მოედანზე მარცხს გადაურჩა "ბორნმუთი", რომელმაც უკანასკნელ შვიდ მატჩში მხოლოდ ერთი მოიგო, ხოლო მის ოპონენტ "უოტფორდს" ამ შვიდი მატჩიდან ერთშიც არ გაუმარჯვია. ამ წყვილში საინტერესოა ერთი დეტალიც - მათი ოთხივე პრემიერლიგური მატჩი ფრედ დასრულდა.

"ევერტონმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, ხოლო "კრისტალ პალასი" მიჯრით მეოთხე შეხვედრაში დამარცხდა. ასე რომ, სემ ელარდაისი ჯერ კიდევ ელოდება პირველ გამარჯვებას "არწივების" მწვრთნელის პოსტზე.

"ვესტ ჰემს" ძალიან დაეხმარა ენდი ქეროლის დუბლი "მიდლსბროსთან" საგარეო გამარჯვებაში. არადა, მატჩის დიდ ნაწილში მოედანზე მასპინძელი დომინირებდა. სხვათა შორის, გასული წლის აპრილის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ქეროლმა ზედიზედ ორ მატჩში მოახერხა გოლის გატანა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXII ტური
ლივერპული-სუონსი 2:3
გოლები: 0:1 ფერნანდო ლორენტე (48), 0:2 ფერნანდო ლორენტე (52), 1:2 ფირმინო (55), 2:2 ფირმინო (69), 2:3 სიგურდსონი (74)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, ლოვრენი, კლავანი, მილნერი - ვიინალდუმი (90. მატიპი), ჰენდერსონი, ჩანი (70. ორიგი) - ლალანა, კოუტინიო (57. სტარიჯი), ფირმინო.
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - ნაფტონი, ფ. ფერნანდესი, მოუსონი, ოლსონი (79. რანხელი) - ფერი (90. ფულტონი), კორკი, ტ. ქეროლი - რუტლიჯი, სიგურდსონი, ფერნანდო ლორენტე (85. ბასტონი).
მაყურებელი: 53 169

ბორნმუთი-უოტფორდი 2:2
გოლები: 0:1 კაბასელე (24), 1:1 ჯ. კინგი (48), 1:2 დინი (64), 2:2 აფობე (82)
ბორნმუთი (4-2-3-1): ბორუცი - სმიტი, კუკი, მინგსი, დენიელსი - სიურმენი, უილშირი - სტანისლასი (74. აფობე), ჯ. კინგი (74. იბე), ფრეიზერი (81. პაფი) - უილსონი.
უოტფორდი (3-4-1-2): გომეში - ქაბული, პრიოდლი, ბრიტოსი - კაბასელე (85. კეტკარტი), კაპუ, ქლევერლი, ჰოლებასი - დუკური (88. იგალო) - დინი, ოკაკა (62. იანმაატი).
მაყურებელი: 11 283

კრ. პალასი-ევერტონი 0:1
გოლი: 0:1 კოულმენი (87)
კრ. პალასი (3-4-1-2): ჰენესი - ტომკინსი, დანი, დელენი - ჯ, უარდი, კაბაი (72. ლედლი), ფენჩენი, შლუპი (88. თაუნსენდი) - მაკარტური - რემი (61. ლი), კ. ბენტეკე.
ევერტონი (3-5-2): რობლესი - ჰოლგეიტი, უილიამსი, მორი - კოულმენი, თ. დევისი, ბერი (59. შნაიდერლინი), ბარკლი (90. იაგიელკა), ბეინსი - ლუკაკუ, მირალასი (72. ლუკმენი).
მაყურებელი: 25 594

მიდლსბრო-ვესტ ჰემი 1:3
გოლები: 0:1 ე. ქეროლი (9), 1:1 სტუანი (27), 1:2 ე. ქეროლი (43), 1:3 კალერი (90)
მიდლსბრო (4-3-3): ვალდესი - ჩემბერსი, ესპინოსა, გიბსონი, ფრენდი - კლეიტონი, დე როონი, ფორშოუ (83. გესტედე) - ტრაორე, სტუანი (80. ბემფორდი), ნეგრედო.
ვესტ ჰემი (4-2-3-1): რენდოლფი - ბირამი, რიდი, ოგბონა, კრისუელი - ნოუბლი (54. ე. ფერნანდესი), ობიანგი - ფეგული (83. კოლინზი), ლანძინი, ანტონიო - ე. ქეროლი (67. კალერი).
მაყურებელი: 30 848

სტოკი-მანჩესტერ იუნ 1:1
გოლები: 1:0 მატა (19-საკ. კარში), 1:1 რუნი (94)
სტოკი (4-2-3-1): გრანტი - ჯონსონი, შოუკროსი, მარტინს ინდი, პიტერსი - უელანი, ადამი (63. აფელაი) - შაქირი (73. ნგოი), ალენი, არნაუტოვიჩი (88. იმბულა) - კრაუჩი.
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - ა. ვალენსია, სმოლინგი, ფ. ჯოუნსი, ბლინდი - ფელაინი (56. რაშფორდი), ერერა, პოგბა - მატა (67. რუნი), მხითარიანი (73. ლინგარდი), იბრაჰიმოვიჩი.
მაყურებელი: 27 423

ვესტ ბრომვიჩი-სანდერლენდი 2:0
გოლები: 1:0 დ. ფლეტჩერი (30), 2:0 ბრანტი (36)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ბ. ფოსტერი - ნიომი, მაკოული, კ. დოუსონი, ბრანტი - დ. ფლეტჩერი, იაკობი - ჩადლი (81. მაკკლინი), მორისონი (72. ლივერმორი), ფილიპსი - რონდონი (87. რობსონ-კანუ).
სანდერლენდი (4-2-3-1): მანონე - ბ. ჯოუნსი, ოში, ჯილობოჯი, ვან აანჰოლტი - დენაიერი (79. ბორინი), როდუელი - ჰანიმენი, იანუზაი (66. ანიჩებე), ლარსონი - დეფო.
მაყურებელი: 24 380

მანჩ. სიტი-ტოტენჰემი 2:2
გოლები: 1:0 სანე (49), 2:0 დე ბრუინი (54), 2:1 ალი (58), 2:2 სონი (77)
სიტი (4-1-4-1): ბრავო - საბალეტა, ოტამენდი, კოლაროვი, კლიში (84. სტოუნზი) - ტურე - სტერლინგი (82. გაბრიელ ჟეზუში), დე ბრუინი, დავიდ სილვა (90. დელფი), სანე - აგუერო.
ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - დაიერი, ალდერვეირელდი (65. უინქსი), ვიმერი (46. სონი) - უოლკერი, ვანიამა, დემბელე (79. სისოკო), როუზი - ერიქსენი, ალი - კეინი.
მაყურებელი: 54 402

საუთჰემპტონი-ლესტერი 3:0
გოლები: 1:0 უარდ-პროუსი (26), 2:0 როდრიგესი (39), 3:0 ტადიჩი (85-პენ)
საუთჰემპტონი (4-3-3): ფ. ფოსტერი - სედრიკი, იოშიდა, ვან დიიკი (55. სტივენსი), ბერტრანდი - ჰოიბერგი (73. კლასი), უარდ-პროუსი, რომეუ - რედმონდი, ტადიჩი, როდრიგესი (80. ლონგი).
ლესტერი (4-1-2-1-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი - ნდიდი - დრინკუოტერი, მენდი (46. ოლბრაიტონი) - ოკაზაკი (63. მუსა) - დ. გრეი, ვარდი.
მაყურებელი: 30 548

არსენალი-ბარნლი 2:1
გოლები: 1:0 მუსტაფი (59), 1:1 ე. გრეი (90+3-პენ), 2:1 სანჩესი (90+8-პენ)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - გაბრიელ პაულისტა, მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - რემზი, ჯაკა - ივობი (69. კოკელენი), იოზილი (89. ბელერინი), სანჩესი - ჟირუ (87. უელბეკი).
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ლოუტონი, კინი, მი, ს. უარდი - ბოიდი, მერნი (76. ტარკოვსკი), ჰენდრიკი (73. ბარტონი), დეფური (77. ვოუკსი) - ე. გრეი, ბარნსი.
გაძევება: ჯაკა (65. არსენალი)
მაყურებელი: 59 955

ჩელსი-ჰალი 2:0
გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (45), 2:0 კეჰილი (81)
ჩელსი (3-4-3): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი - მოზესი, კანტე, მატიჩი, ალონსო - პედრო (71. ვილიანი), აზარი (71. ფაბრეგასი), დიეგო კოშტა (87. ბატშუაი).
ჰალი (3-5-1-1): იაკუპოვიჩი - მაგუაირი, მ. დოუსონი, კ. დევისი (59. ნიასი) - ელაბდელაუი, კლუკასი, ჰადლსტოუნი, მეისონი (21. მეილერი), რობერტსონი - ევანდრუ - ერნანდესი (75. დიომანდი).
მაყურებელი: 41 605

ბომბარდირები:
15 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ალექსის სანჩესი (არსენალი); 14 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 13 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 12 - ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი).

მომდევნო ტური
31 იანვარი: არსენალი-უოტფორდი, ბორნმუთი-კრ. პალასი, ბარნლი-ლესტერი, მიდლსბრო-ვესტ ბრომვიჩი, სანდერლენდი-ტოტენჰემი, სუონსი-საუთჰემპტონი, ლივერპული-ჩელსი;
1 თებერვალი: ვესტ ჰემი-მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნ-ჰალი, სტოკი-ევერტონი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"