Bild: იოახიმ ლიოვმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა

AutoSharing Option
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა გუნდთან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ Bild იუწყება.

გამოცემის ცნობით, გერმანიის საფეხბურთო კავშირი ხელშეკრულების გაგრძელებასთან დაკავშირებით ოფიციალურად 1-ელ ნოემბერს გამოაცხადებს.

56 წლის სპეციალისტმა ბუნდესგუნდი 2006 წელს, გერმანიაში გამართული მუნდიალის შემდეგ ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა, 2014 წელს კი ჩემპიონობა იზეიმა. ევროპის პირველობაზე ლიოვთან ერთად გერმანიის ნაკრები ორჯერ ბრინჯაოს პრიზიორი გახდა (2012 და 2016 წლებში), ერთხელ კი - ვიცე-ჩემპიონი (2008).

ლიოვს გერმანიის ნაკრებთან უწინდელი კონტრაქტი 2018 წლის 31
ივლისამდე აკავშირებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული