ბუნდესლიგა. V ტური: როდის ისწავლის რიბერი ჭკუას? [VIDEO]

AutoSharing Option
* ბრუნო ლაბადია "ჰამბურგის" მწვრთნელი აღარ არის.
* მარიო გიოტცემ "დორტმუნდის" სასტარტო შემადგენლობაში 1248 დღის შემდეგ პირველად ითამაშა.
* "შალკემ" ბუნდესლიგაში ზედიზედ მეხუთე თამაში წააგო.

ვერავინ იფიქრებდა, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი "ჰამბურგი" მიუნხენის "ბაიერნს" ასე გაუძალიანდებოდა.

ჩრდილოელებმა რეკორდმაისტერთან მედგრად იბრძოლეს, მაგრამ ბოლოს მაინც დამარცხდნენ - ჯოშუა კიმიხის საკმაოდ გვიანი გოლით. მიუხედავად კარგი თამაშისა და ბავარიულ გიგანტთან დაფიქსირებული საპატიო 0:1-ისა, "ჰამბურგის" ხელმძღვანელებმა მატჩის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრუნო ლაბადია მაინც დაითხოვეს. ბუნდესლიგის "დინოზავრს" ხუთი ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა აქვს და,
როგორც ჩანს, მიუხედავად "ბაიერნთან" კარგი თამაშისა, კლუბის ბოსები ლაბადიას ხელში სახეიროს აღარაფერს ელოდნენ.

ერთიცაა: ჰამბურგელებმა დაამტკიცეს, რომ არცისე ცუდი გუნდი ჰყავთ, როგორც სატურნირო ცხრილიდან ჩანს და ახალი მწვრთნელის ხელში, ვინიცობაა, შედეგიც უკეთესი დადონ.

რაც შეეხება იმ ერთადერთ გოლს: ეს ბურთი კიმიხმა 88-ე წუთზე, ფრანკ რიბერის პასით გაიტანა, რომელსაც თავის მხრივ, ტიაგო ალკანტარამ მისცა საოცნებო პასი. თუმცა მიუნხენელები არც მანამდე იყვნენ გულხელდაკრეფილნი: კარლო ანჩელოტის გუნდმა განსაკუთრებული აგრესიით მეორე ტაიმში შეუტია და რენე ადლერმა არაერთხელ იხსნა თავისიანები - ჯერ რობერტ ლევანდოვსკის აუღო, მერე დავიდ ალაბას ჯარიმა მოიგერია, 78-ე წუთზე კი კიმიხის დარტყმისგანაც იხსნა "ჰამბურგი". მალევე თომას მიულერის დარტყმაც მოიგერია (ძელისკენ). ასე რომ, ბავარიელებს მომენტები ჰქონდათ.

"ბაიერნისთვის" ცუდია ის, რომ მატს ჰუმელსი დაშავდა და შესაცვლელი გახდა. კარგი არც ისაა, რომ 73-ე წუთზე რიბერიმ კიდევ ერთხელ, ვინ მოთვლის, მერამდენედ ვერ მოთოკა ნერვები და ნიკოლაი მიულერს სახეში სწვდა. ამ უკანასკნელმა ფრანგს მსაჯთან უჩივლა, მაგრამ არბიტრმა ცვაიერმა რიბერის მხოლოდ ყვითელი ბარათი ამოუღო - არადა, მიუნხენელი წითელს იმსახურებდა.

ამრიგად, "ჰამბურგი" უმწვრთნელოდ დარჩა - 50 წლის ლაბადია, რომელმაც 2015 წელს გუნდი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებისგან ბოლო წამს იხსნა, გათავისუფლებულია. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, "ჰამბურგის" დამრიგებლის თანამდებობაზე ლაბადიას 47 წლის მარკუს გისდოლი შეცვლის.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დორტმუნდში გიოტცე ისევ შეუყვარდათ
დორტმუნდის "ბორუსიამ" პარასკევს ითამაშა, "ფრაიბურგს" 3:1 მოუგო და "ბაიერნს" კვლავ იმ 3 ქულით ჩამორჩება, ლაიპციგში წაგებით რომ დაკარგა. ამ შეხვედრის მთავარი ვარსკვლავი მარიო გიოტცე გახლდათ, რომელიც მიმდინარე სეზონში პირველად წარსდგა დორტმუნდის პუბლიკის წინაშე - 1248 დღის შემდეგ. როცა გიოტცე "ბაიერნში" გადავიდა, "ბორუსიას" ფანები ამბობდნენ, მარიოს ამას არასდროს ვაპატიებთო, მაგრამ აი, "გიოტცინიო" თავის გუნდს დაუბრუნდა და ის დორტმუნდში ისევ უყვართ!

თანაც, მარიომ "ფრაიბურგთან" მართლაც კარგად ითამაშა - დორტმუნდელებმა ანგარიში სწორედ მისი შესანიშნავი პასის შემდეგ გახსნეს: გიოტცე-დემბელე-ობამეიანგის კომბინაცია ამ უკანასნელმა დააგვირგვინა. ცნობისათვის, გაბონელმა თავდამსხმელმა, "დორტმუნდის" მაისურით, ბუნდესლიგის მე-100 მატჩში 59-ე გოლი გაიტანა.

მატჩის მეორე გმირი კი უდავოდ ოსმან დემბელეა! 19 წლის ფრანგი დორტმუნდელთა თითქმის ყველა შეტევაში მონაწილეობდა. დემბელე ძალიან სწრაფი, ტექნიკური და ჭკვიანი გარემარბია - სწორედ ამიტომ, მისი სახით დორტმუნდის პუბლიკას მორიგი საყვარელი ფეხბურთელი ჰყავს.
"ცხადია, ბევრს ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ მიმიღებდნენ დორტმუნდელი გულშემატკივრები "ბაიერნიდან" დაბრუნების შემდეგ. არ ვიცოდი, რა მელოდა - სტვენა თუ ტაში. ბედნიერი ვარ, რომ ძალიან პოზიტიურად მიმიღეს!" - განაცხადა გიოტცემ მატჩის შემდეგ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გოლების წვიმა მაინცსა და ფრანკფურტში
დრამატული და გოლუხვი გამოდგა მატჩები მაინცსა და ფრანკფურტში. მაინცელები "ლევერკუზენს" მასპინძლობდნენ, პირველ ტაიმში ორჯერ იგებდნენ, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში "ფარმაცევტებმა" შეხვედრის თავიანთ სასარგებლოდ შეტრიალება მოახერხეს.

ლევერკუზენელები ამ სამ ქულას "მაინცის" მცველებს და თავიანთ გოლეადორ ჩიჩარიტოს უნდა უმადლოდენ! სამივე გოლი მექსიკელის ანგარიშზეა - ოღონდ, "მაინცის" უკანახაზელებმა არაერთი სამარცხვინო შეცდომა დაუშვეს. ფრანკფურტში კი უფრო მეტი, 6 გოლი გავიდა: "აინტრახტმა" და ბერლინის "ჰერტამ" 3:3 დააფიქსირეს.

"ვერდერი" ცოცხალია!
ბრემენის "ვერდერი" არ მომკვდარა! "მუსიკოსებმა" სიცოცხლის ნიშანწყალი "ვოლფსბურგთან" გამოავლინეს: 0:1-ს აგებდნენ და 2:1 გაიმარჯვეს! მატჩის მიწურულს თამაშის შეტრიალებამ "ვეზერშტადიონი" "ააფეთქა"! მიუხედავად ამ გამარჯვებისა, "ვერდერის" დროებითი მწვრთნელი ალექსანდერ ნური მაინც მესამე ლიგაში უნდა დაბრუნდეს, რადგან ბრემენელები სხვა, სერიოზულ სპეციალისტს ეძებენ. "ვერდერის" შეფების სასურველი კანდიდატი მარკუს გისდოლია, მაგრამ ეს უკანასნელი "ჰამბურგსაც" უნდა.

თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა, მწვრთნელი "ვოლფსბურგშიც" გააგდონ. საქმე ისაა, რომ "მგლებს" უკვე 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ, რაც ამ ამბიციური და მდიდარი კლუბისთვის კატასტროფის ტოლფასია. 7 მილიონ ევროდ შეძენილი მარიო გომესი ვერაფერს ახერხებს და ზოგადად, მთელი გუნდი უმოტივაციო ჩანს.

ბუნდესლიგა. V ტური
23 სექტემბერი
დორტმუნდი-ფრაიბურგი 3:1
გოლები: 1:0 ობამეიანგი (45), 2:0 პიშჩეკი (53), 2:1 ფილიპი (60), 3:1 გერეირო (91)
დორტმუნდი (4-1-4-1): ბიურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, გინტერი, შმელცერი - ვაიგლი - მორი (64. პულიშიჩი), კასტრო, გიოტცე (71. გერეირო), დემბელე (80. როდე) - ობამეიანგი.
ფრაიბურგი (4-2-2-2): შვოლოვი - იგნიოვსკი, გულდე (54. ნიდერმაიერი), სოიუნჩუ, გიუნტერი - ჰიოფლერი, აბრაში - ო. ბულუთი, გრიფო - ფილიპი (67. ნიდერლეხნერი), პეტერსენი (54. ჰაბერერი).
გაფრთხილება: დემბელე, სოკრატისი - გიუნტერი, ჰიოფლერი, სოიუნჩუ
კუთხური: 15-3; ჯარიმა: 8-27; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 24(5)-9(5); ბურთის ფლობა: 71%-29%.
მაყურებელი: 80 800

24 სექტემბერი
გლადბახი-ინგოლშტადტი 2:0
გოლები: 1:0 შტინდლი (42), 2:0 ვენდტი (76)
გლადბახი (3-4-1-2): ზომერი - იანჩკე, ა. კრისტენსენი, ელვედი - კორბი, კრამერი, დაჰუდი, ვენდტი (89. ნ. შულცი) - შტინდლი (84. ვესტერგაარდი) - ფ. ჯონსონი, ჰანი (56. ტ. აზარი).
ინგოლშტადტი (4-2-3-1): ნილანდი - ლეველსი, მ. მატიპი, ტისერანდი, ზუტნერი - პ. გროსი, კოენი (62. როჯერი) - ლეკიე, ჰარტმანი (58. ჰინტერზეერი), მორალესი (77. ლექსი) - ლესკანო.
გაფრთხილება: ჰანი, ელვედი - ლეკიე, ჰინტერზეერი, ლეველსი
კუთხური: 1-3; ჯარიმა: 24-14; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 7(5)-8(2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 50 112

მაინცი-ლევერკუზენი 2:3
გოლები: 1:0 მალი (31), 1:1 ჩიჩარიტო (32), 2:1 ბელი (36), 2:2 ჩიჩარიტო (67), 2:3 ჩიჩარიტო (92)
მაინცი (4-2-3-1): ლიოსლი - დონატი, ბელი, ბალოგუნი (9. ჰაკი), ბუსმანი - ბროზინსკი, ფ. ფრაი - იოზთუნალი (82. სერდარი), მალი, დე ბლასისი (75. ჰოლტმანი) - კორდობა.
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - ჰენრიხსი, დრაგოვიჩი (46. თაა), თოფრაქი, ვენდელი - კამპლი, არაგუნისი - მეჰმედი (65. კისლინგი), ბრანდტი - ჩიჩარიტო, პოჰიანპალო (60. ფოლანდი).
გაფრთხილება: ბროზინსკი, ბელი, კორდობა - დრაგოვიჩი, არაგუნისი
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 9(5)-16(6); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 25 274

ჰამბურგი-ბაიერნი 0:1
გოლი: 0:1 კიმიხი (88)
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - გ. საკაი, ჯურუ, სპაჰიჩი, დუგლას სანტოსი - იუნგი, ეკდალი (90. ლასოგა) - ნ. მიულერი, ჰოლტბი, ბაჰუი (67. კოსტიჩი) - ვუდი (84. გრეგორიჩი).
ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - ლამი, ხავი მარტინესი, ჰუმელსი (51. ბოატენგი), ალაბა - კიმიხი, ტიაგო ალკანტარა, რენატო სანჩესი (61. ვიდალი) - თ. მიულერი, ლევანდოვსკი, კომანი (61. რიბერი).
გაფრთხილება: დუგლას სანტოსი, გრეგორიჩი - ხავი მარტინესი, რიბერი, კიმიხი
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 7(1)-17(8); ბურთის ფლობა: 31%-69%.
მაყურებელი: 57 000

აუგსბურგი-დარმშტადტი 1:0
გოლი: 1:0 ფინბოგასონი (47)
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, გუველეუვი, ჰინტერეგერი, სტაფილიდისი - კაჩარი, ბაიერი (92. იანკერი) - ბობადილია (35. შმიდი/88. ჰალილ ალთინთოფი), კოო, ჟი - ფინბოგასონი.
დარმშტადტი (4-2-3-1): ესერი - იუნგვირთი, ჰიონი, მილოშევიჩი, გუვარა - ნიმაიერი (86. ბენ-ჰატირა), გონდორფი - ჰელერი, კლაინჰაისლერი (46. ჰოლანდი), ბეჟიაკი (46. სირიგუ) - ჩოლაკი.
გაძევება: გუვარა (45+3)
გაფრთხილება: ჟი, ვერჰეგი - ნიმაიერი
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 7-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 19(6)-4(0); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 28 113

აინტრახტი-ჰერტა 3:3
გოლები: 0:1 იბიშევიჩი (19-პენ), 1:1 ფაბიანი (39), 2:1 ა. მაიერი (45), 2:2 იბიშევიჩი (58), 2:3 ესვაინი (65), 3:3 მ. ჰექტორი (92)
აინტრახტი (4-2-3-1): ჰრადეცკი - ჩანდლერი, აბრაამი (31. მ. ჰექტორი), ვალეხო, ოჩიპკა - მასკარელი, ჰუსტი (70. ჰრგოტა) - სეფეროვიჩი (60. რებიჩი), ფაბიანი, დ. ბლუმი - ა. მაიერი.
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი (46. ესვაინი), ს. ლანგკამპი, შტარკი, პლატენჰარდტი - ლუსტენბერგერი, სკიელბრედი - ვაიზერი, შტოკერი (86. ჰეგელერი), ჰარაგუჩი - იბიშევიჩი (79. შიბერი).
გაფრთხილება: ჰუსტი, ოჩიპკა, მასკარელი, რებიჩი - პეკარიკი, შიბერი
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 11(4)-6(4); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 45 000

ვერდერი-ვოლფსბურგი 2:1
გოლები: 0:1 ბაუერი (69-საკ. კარში), 1:1 თი (86), 2:1 გებრე სელასიე (91)
ვერდერი (4-1-4-1): დრობნი - გებრე სელასიე, ველიკოვიჩი, მოისანდერი, ბაუერი - გრილიჩი - ჰაიროვიჩი (91. ფრიოდე), ფრიტცი (76. შმიდტი), იუნუზოვიჩი, გნარბი - მანე (73. თი).
ვოლფსბურგი (4-1-4-1): კასტეელსი - ვიეირინია, ბრუმა, ვოლშაიდი, ჰორნი (72. როდრიგესი) - არნოლდი - ბლაშჩიკოვსკი (62. ბრუნო ენრიკე), სეგუინი (46. დ. კალიჯური), გერჰარდტი, დრაქსლერი - გომესი.
გაფრთხილება: იუნუზოვიჩი - ბრუმა, სეგუინი, ჰორნი
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 16(4)-11(3); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 40 153

25 სექტემბერი
ჰოფენჰაიმი-შალკე 2:1
გოლები: 0:1 ჩუპო-მოტინგი (4), 1:1 კრამარიჩი (17), 2:1 რუპი (41)
ჰოფენჰაიმი (5-3-2): ბაუმანი - ტოლიანი, ზიულე, ფოგტი, ბიჩაქჩიჩი (39. შერი), კადერაბეკი - დემირბაი, რუდი, რუპი (73. ვარგასი) - უთი (66. ამირი), კრამარიჩი.
შალკე (4-2-2-2): ფერმანი - რიტერი, ჰიოვედესი, ნასტასიჩი, ბაბა - სტამბული (58. შიოპფი), ბენტალები - გორეტცკა, ჩუპო-მოტინგი (75. დი სანტო) - ემბოლო, ჰუნტელაარი (65. მ. მაიერი).
გაფრთხილება: ბიჩაქჩიჩი - დი სანტო
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 14(2)-12(5); ბურთის ფლობა: 43%-%.
მაყურებელი: 29 288

კიოლნი-ლაიპციგი 1:1
გოლები: 0:1 ბურკი (5), 1:1 ოსაკო (25)
კიოლნი (4-2-2-2): ჰორნი - სიორენსენი, მავრაი, ჰაინტცი, რაუში (84. მლადენოვიჩი) - მ. ლემანი, ი. ჰექტორი - რისსე, ცოლერი - ოსაკო (72. რუდნევსი), მოდესტე (85. გირასი).
ლაიპციგი (4-2-3-1): გულაჩი - შმიტცი (46. ბერნარდო), ორბანი, კომპერი, ჰალსტენბერგი - ილსანკერი, კეიტა - დ. კაიზერი, ბურკი (82. ვერნერი), ზაბიტცერი - ზელკე (63. პოულსენი).
გაფრთხილება: ოსაკო - ორბანი, ბერნარდო
კუთხური: 1-6; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 10(2)-12(2); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 48 500

ბომბარდირები: 5 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 4 - იოელ პოჰიანპალო (ლევერკუზენი), ანტონი მოდესტე (კიოლნი), ჩიჩარიტო (ლევერკუზენი).

მომდევნო ტური
30 სექტემბერი:
ლაიპციგი-აუგსბურგი

1 ოქტომბერი:
ბაიერნი-კიოლნი, ჰერტა-ჰამბურგი, ინგოლშტადტი-ჰოფენჰაიმი, დარმშტადტი-ვერდერი, ფრაიბურგი-აინტრახტი, ლევერკუზენი-დორტმუნდი

2 ოქტომბერი:
ვოლფსბურგი-მაინცი, შალკე-გლადბახი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული