ხოსეპ გვარდიოლა: მე აქ არ ვიქნები, ამიტომ ეს უკვე "ბაიერნის" პრობლემაა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ფიქრობს, რომ კლუბში არის ადამიანი, რომელსაც მისთვის ზიანის მიყენება სურს.

"ზოგადად, რაც ხდება გასახდელში, მანდვე რჩება. ვისაც რა არ უნდა ეთქვა იმ მიზნით, რომ ჩემთვის ზიანი მიეყენებინა, მან ეს შეძლო. თუმცა მომდევნო სეზონში მე აქ არ ვიქნები, ამიტომ ეს უკვე ჩემი პრობლემა არ არის, ეს "ბაიერნის" პრობლემაა. ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს რამდენჯერმე მოხდა.

ჩემთვის ნორმალურია ველაპარაკო ფეხბურთელებს, პერსონალს და მათ ჩემი აზრი გავუზიარო. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ჩემს ზურგს უკან ლაპარაკობენ, რომ
ზიანი მომაყენონ.

შესაძლოა ეს ადამიანი დარჩეს კლუბში მომდევნო სეზონშიც. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ საბოლოო ჯამში ეს ადამიანი ზიანს არა მე, არამედ კლუბს და გუნდს აყენებს. განვმეორდები მე აქ არ ვიქნები, ამიტომ ეს უკვე კლუბის პრობლემაა", - განაცხადა გვარდიოლამ.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
გვარდიოლა რომ უმაღლესი დონის სპეციალისტია სადავო არარის მაგრამ, მის მოსვლამდე ჰეინკესის გუნდი სამივე ტიტულის მოგებას რომ თავი დავანებოთ უკეთესს ფეხბურთს თამაშობდა!
zaza
17:37 08-05-2016
0
პეპიის ნიჭიერებასა და ერუდიციაში ვისაც ეჭვი შეაქვს ფეხბურთი არა მგონია კარგად ესმოდეს....
არტაგი
21:09 07-05-2016
0

სიახლეები პოპულარული