ბუნდესლიგა. XXXII ტური: "ბაიერნის" ჩემპიონობა გადაიდო

AutoSharing Option
30 აპრილს გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურის 7 შეხვედრა გაიმართა.

მიუნხენის "ბაიერნმა" ვერ დაამარცხა "გლადბახი" (1:1) და ვერ შეძლო ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჩემპიონობის განაღდება. თომას მიულერმა მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ ანდრე ჰანმა ბავარიელთა ჩემპიონობა გადადო.

"დორტმუნმა" 5:1 გაანადგურა "ვოლფსბურგი", დუბლი შეასრულა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, რომელმაც უკვე 25 გოლი გაიტანა სეზონში.

"ლევერკუზენმა" "ჰერტა" 2:1 დაამარცხა და ორი ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური.

ბაიერნი-გლადბახი 1:1
გოლები: 1:0 მიულერი (6), 1:1 ჰანი (72)

დორტმუნდი-ვოლფსბურგი 5:1
გოლები: 1:0 კაგავა (7), 2:0 რამოსი (9), 3:0
როისი (59), 4:0 ობამეიანგი (77), 5:0 ობამეიანგი (78), 5:1 შიურლე (86)

ჰანოვერი-შალკე 1:3
გოლები: 0:1 ჩუპო-მოტინგი (11), 1:1 ზობიეხი (21), 1:2 ჰუნტელაარი (45), 1:3 შიოპფი (80)

ჰოფენჰაიმი-ინგოლშტადტი 2:1
გოლები: 0:1 ლექსი (17), 1:1 უთი (37), 2:1 ამირი (84)

მაინცი-ჰამბურგი 0:0

დარმშტადტი-აინტრახტი 1:2
გოლები: 1:0 ვრანჟიჩი (12), 1:1 ჰასებე (56), 1:2 აიგნერი (83)

ლევერკუზენი-ჰერტა 2:1
გოლები: 1:0 ბრანდტი (2), 2:0 ლ. ბენდერი (16), 2:1 იბიშევიჩი (21)

პარასკევი. 29 აპრილი
აუგსბურგი-კიოლნი 0:0

ორშაბათი. 2 მაისი
ვერდერი-შტუტგარტი 22:15

1. ბაიერნი - 82 ქულა; 2. დორტმუნდი - 77; 3. ლევერკუზენი - 57; 4. გლადბახი - 49; 5. ჰერტა - 49.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული