გერმანიის თასი. 1/4-ფინალი: ლევანდოვსკიმ "ბოხუმთან" დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
10 თებერვალს გერმანიის თასის გათამაშების 1/4-ფინალის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართა. ტურნირის ნახევარფინალში თამაშის უფლება მიუნხენის "ბაიერნმა" და ბერლინის "ჰერტამ" მოიპოვეს.

"ბაიერნმა" სტუმრად მეორე ბუნდესლიგის გუნდ "ბოხუმს" სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში 38-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა. უპირატესობის გაზრდა მალევე შეეძლო თომას მიულერს 11-მეტრიანით, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა. მანამდე კი მასპინძლებს იან შიმუნეკი გაუძევეს.

"ბაიერნმა" მეორედ 61-ე წუთზე გაიტანა - გოლით ტიაგო ალკანტარა გამოირჩა, საბოლოო ანგარიში კი ბოლო წუთზე ლევანდოვსკიმ დუბლით დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დღის მეორე მატჩში ბერლინის "ჰერტამ" სტუმრად მეორე
ბუნდესლიგის კიდევ ერთ გუნდს - "ჰაიდენჰაიმს" სძლია (3:2) და ბოლო 35 წლის განმავლობაში, პირველად გავიდა გერმანიის თასის ნახავარფინალში.

ანგარიში მასპინძლებმა მე-10 წუთზე არნე ფაიკის გოლით გახსნეს, თუმცა მალევე ზედიზედ ორი გაუშვეს - დუბლით ვედად იბიშევიჩი (მე-14, 21-ე წუთები) გამოირჩა. მეორე ტაიმში "ჰერტას" უპირატესობა გენკი ჰარაგუჩიმ გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი მარკ შნატერერმა 82-ე წუთზე, პენალტით დააფიქსირა.

გერმანიის თასის ნახევარფინალური მატჩები 19 და 20 აპრილს გაიმართება. "ბაიერნი" შინ ბრემენის "ვერდერს" მიიღებს, "ჰერტა" კი ბერლინში დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული